დამატებითი 300 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისთვის აჭარაში

image
  • 497
ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე „საქართველოში სეზონური გრიპის მართვის საკოორდინაციო ჯგუფის“ გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დამატებით შეიძინეს 3 000 დოზა სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა. აქედან აჭარის რეგიონში მოწოდებულია 300 დოზა ვაქცინა. 

საბჭოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს მიერ შემოტანილი ვაქცინის დამატებითი დოზები განკუთვნილია მხოლოდ ორსულებისთვის, რადგან ისინი ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფს წარმოადგენენ.

ყველა მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურები და იმუნიზაციის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები უზრუნველყოფილი იქნებიან სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინით.

აჭარის რეგიონში გრიპის ვაქცინაციისთვის ორსულებს შეუძლიათ მიმართონ შემდეგ დაწესებულებებს:
ბათუმი:

✔️ შპს კორპორაცია „ევექსი“, ქ. ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის რესპუბლიკური ცენტრი”
მის: აეროპორტის გზატკეცილი 64

✔️ შპს ,,ქ. ბათუმის მრავალპროფილური სამშობიარო სახლი”
მის: რუსთაველის 39

✔️ შპს ,,საოჯახო მედიცინის რეგიონული ცენტრი”
მის: ბარათაშვილის 30

✔️ შპს ჯანმრთელობის ცენტრი ,,მედინა”
მის: ფრიდონ ხალვაშის 237

✔️ სს ,,საზღვაო ჰოსპიტალი”
მის: მელიქიშვილის 102 ბ

✔️ სს კორპორაცია ევექსი ბათუმის ამბულატორიული ცენტრი”
მის: ბათუმი, ს.ხიმშიაშვილის 20

✔️ შპს “ბათუმის სამედიცინო ცენტრი”
მის: ბათუმი, კახაბრის 36

✔️ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი შპს “BROTHERS“
მის: გენერალ ა. აბაშიძის 14

ქობულეთი:
✔️ სს კორპორაცია ევექსი ქობულეთის სამედიცინო ჰოსპიტალი ”
მის: ქობულეთი, აბაშიძის ქ.N18

ქედა:
✔️ სს კორპორაცია ევექსი ქედის სამედიცინო ცენტრი” მის: ქედა, თამარ მეფის 40

შუახევი:
✔️ სს კორპორაცია ევექსი შუახევის სამედიცინო ცენტრი”
მის: შუახევი, რუსთაველის 14

ხულო:
✔️ სს კორპორაცია ევექსი ხულოს სამედიცინო ცენტრი” მის: ხულო, რუსთაველის 152

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა გრიპის სეზონის დადგომამდე [ოქტომბერ-ნომებრის პერიოდში] რისკ-კგუფში შემავალი 7000 -მდე ადამიანის ვაქცინაცია უზრუნველყო. 2018-2019 წლის სეზონზე აცრილ ორსულთა რაოდენობამ შეადგინა – 350.

 

მსგავსი სიალხებეი