ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის

image
  • 467
,,ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის" პროექტის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი CENN, ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

გაფორმდა მემორანდუმი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და CENN-ს შორის, რომელიც გულისხმობს ორმხრივ თანამშრომლობას სოფლის განვითარების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის ფოკუსირებისთვის სატყეო დარგზე, როგორც სოფლის განვითარების მნიშვნელოვან კომპონენტზე.

ტყის სექტორის განვითარება ქვეყნის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია აჭარისთვის, მუნიციპალიტეტებისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ჩვენ გვექნება წინ გადადგმული ნაბიჯი ტყის რესურსების უკეთ გამოყენების თვალსაზრისით.


 

მსგავსი სიალხებეი