7 საუცხოო რეცეპტი, რომელიც სეზონის ჰიტად იქცევა. მისი გემო პოპულარულია მრავალფეროვან კერძებში.

image
  • 523
დადგა დრო ახალი, წვნიანი და რაც მთავარია ხელმისაწვდომი ბოსტნეულის, უცნაური კია, რომ ყაბაყის პრაქტიკულად ნეიტრალური გემო პოპულარულია სამზარეულოში. ის გამოიყენება კერძებში, სალათებში, საკონდიტრო ნაწარმში, წვნიანებში.
ჩვენ შევაგროვეთ ყველაზე გემრიელი და საყვარელი კერძების რეცეპტები ყაბაყის შემცველობით. ისინი თქვენი საზაფხულო მენიუს ჰიტი გახდება. დატკბით ყაბაყის სიუხვით და მოამზადეთ მრავალფეროვანი კერძები.
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками

რისი მომზადება შეიძლება ყაბაყისგან

1.გამომცხვარი ყაბაყი ყველით

თუ გსურთ რამე ნოყიერი და მსუბუქი მოამზადოთ, შეარჩიეთ ეს კერძი. ეს დიეტურიც არის და გემრიელიც, რომელიც ერთნაირად მოეწონებათ ფიგურაზე მზრუნველებსაც და გურმანებსაც. თამამად მიირთვით ვახშამზეც და დატკბით კომპლიმენტებით!
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками
შემადგენლობა
ყაბაყი 1 ცალი.
კვერცხი 2 ცალი.
მყარი ყველი 100 გ
მწვანილი 1 კონა.
მარილი და შავი წიწაკა (დაფქვილი) გემოვნებით
იოგურტი 3 ს/კ.
მომზადება
გარეცხეთ და გააშრეთ ყაბაყი. დაჭერით რგოლებად და საცხობ ფორმაზე მოათავსეთ.
თასში ათქვიფეთ კვერცხი და იოგურტი, დააყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი, დაამატეთ მარილი, პილპილი, აურიეთ და დაასხით დაჭრილ ყაბაყს ზემოდან.
გახეხეთ ყველი და მოაყარეთ. გამოაცხეთ 190 გრადუსზე. როცა შეწითლდება მზად იქნება.
 
 

2.ყაბაყის რულეტი

ყაბაყი სოკოთი ბოსტნეულის კერძის საუკეთესო ვარიანტია, რომელიც შეგიძლიათ პიკნიკზეც წაიღოთ და სადღესასწაულო მაგიდაც დაამშვენოთ. ცომში ყაბაყის შემცველობა ამცირებს კერძის კალორიულობას, მაგრამ გემო უჩვეულოდ კარგია.
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками
შემადგენლობა
ყაბაყი 2 ცალი.
სოკო 400 გ
კვერცხი 2 ც.
ხორბლის ფქვილი 250 გრ
ყველი 150 გრ
არაჟანი 200 გ
ხახვი 1 ც.
ნივრის 2-3 კბილი.
საცხობი პუდრი 10 გ
მზესუმზირის ზეთი 2-3 ს/კ.
მარილი, შავი პილპილი (დაფქვილი) გემოვნებით.
მომზადება
გარეცხეთ ყაბაყი და აუცილებლად მოაჭერით ყუნწები.
кабаÑки Ð´Ð»Ñ ÑÑлеÑа
გაასუფთავეთ ხახვი და ყაბაყთან ერთად გახეხეთ.
 
наÑеÑеÑÑ ÐºÐ°Ð±Ð°Ñки
კვერცხის ცილა და გული გააცალკევეთ ერთმანეთისგან, გახეხილ მასას დაუმატეთ გული, მარილი და პილპილი, მოაყარეთ გაცრილი ფქვილი.
замеÑиваÑÑ ÑеÑÑо
დაამატეთ გამაფხვიერებელი და მოამზადეთ ცომი.
ÑеÑÑо Ð´Ð»Ñ ÑÑлеÑа из кабаÑков
ცალკე ათქვიფეთ ცოტა მარილთან ერთად ცილა გათეთრებამდე.
взбиÑÑ Ð±ÐµÐ»ÐºÐ¸
შეაზილეთ ბეზე ცომს.
белки Ð´Ð»Ñ ÑеÑÑа
პერგამენტის ქაღალდზე გაშალეთ ცომი და შედგით ღუმელში 180 გრადუსზე 40 წუთის განმავლობაში.
вÑпекаÑÑ ÑеÑÑо Ð´Ð»Ñ ÑÑлеÑа
გარეცხილი და მშრალი სოკო დაჭერით.
наÑезаÑÑ Ð³ÑÐ¸Ð±Ñ Ñоломкой
მოშუშეთ ზეთში ნიორთან ერთად.
жаÑиÑÑ Ð³ÑибÑ
გახეხეთ წვრილ სახეხზე მაგარი ყველი.
наÑеÑеÑÑ ÑÑÑ
როცა სოკო მოიშუშება, დაასხით არაჟანი და 1-2 წუთის შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან.
ÑÑÑиÑÑ Ð³ÑÐ¸Ð±Ñ Ñо ÑмеÑаной
ამასობაში ფირფიტაც გამოცხვება. ცოტა შეაგრილეთ.
коÑж Ð´Ð»Ñ ÑÑлеÑа
გაშალეთ მასზე ჯერ სოკოს მასა, შემდეგ ყველი და მჭიდროდ გადაახვიეთ რულეტი.
как завеÑнÑÑÑ ÑÑлеÑ
кабаÑковÑй ÑÑлеÑ
გააციეთ კარგად და დაჭერით.
РÑÐ»ÐµÑ Ð¸Ð· кабаÑков Ñ Ð½Ð°Ñинкой

3.ყაბაყი პიკანტური გარსით

შემწვარი ყაბაყი გემრიელია, თუმცა სულ სხვაა მისი შეწვა სქელ მასაში, რომელსაც სოიოს სოუსი აქვს დამატებული. შესანიშნავია!
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками
ÐабаÑки в пиканÑном клÑÑе
შემადგენლობა
ხორბლის ფქვილი 8 ს/კ.
კეფირი 6 ს/კ.
სოდა 1 ჩ/კ.
სოიოს სოუსი 4 ს/კ.
კვერცხი 2 ცალი.
შაქარი 2 ჩ/კ.
მზესუმზირის ზეთი 4 ს/კ.
ყაბაყი 2 ცალი.
მომზადება
კეფირს დაამატეთ სოდა, სოიოს სოუსი, შაქარი და კვერცხი. მოაყარეთ ფქვილი და ჩანგლით აურიეთ, რომ მასა გაერთიანდეს.
თხელ რგოლებად დაჭრილი ყაბაყი ამოავლეთ ამ მასაში და შეწვით ზეთიან ტაფაში ორივე მხარეს.
жаÑенÑе в клÑÑе кабаÑки
როცა გადაატრიალებთ, მეორე გვერდი შეწვით თავდახურული. შემწვარი დააწყეთ ქაღალდის ხელსაწმენდზე, რომ ზედმეტი ცხიმი მოსცილდეს.
жаÑенÑе в клÑÑе кабаÑки

4. ყაბაყის ტორტი

ეს ცნობილი ორცხობილების ტორტის ინტერპრეტაციაა. ტორტი იდეალური საზაფხულო საუზმეა. სწორი კვების მოყვარულებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება ამ კერძს.
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками
შემადგენლობა
ყაბაყი 1-2 ცალი.
კვერცხი 2 ცალი.
რძე 50 მლ
ნაღების კრემი 50 გრ
ხორბლის ფქვილი 4 ს/კ.
ხაჭო 100 გრ
პომიდორი 2 ც.
1 ხახვი
სტაფილო 1 ცალი
ბულგარული წიწაკა 1 ცალი.
მყარი ყველი 50 გ
მზესუმზირის ზეთი 2 ს/კ.
მარილი გემოვნებით
ÐабаÑковÑй ÑоÑÑ
მომზადება
გაასუფთავეთ ყაბაყი ქერქისგან და თესლისგან და გახეხეთ.
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
დაამატეთ კვერცხი
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
შემდეგ – რძე, მარილი, გახეხილი ყველი ფქვილი და აურიეთ.
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
ჩვეულებრივი წესით გამოაცხვეთ ტაფაზე ყაბაყის ბლინები.
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
ხახვი და წიწაკა დაჭერით წვრილად. სტაფილო გახეხეთ. ყველაფერი 7-8 წუთი მოშუშეთ ზეთში და გააციეთ.
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
არაჟანი ათქვიფეთ ხაჭოსთან და წვრილად დაჭრილ მწვანილთან ერთად.
დადეთ თეფშზე ბლინის ერთი ფირფიტა, წაუსვით ათქვეფილი კრემი, ზემოდან მოშუშული მასა და დაადეთ მეორე ბლინი.
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
მეორე ფენა – კრემი და დაჭრილი პომიდორი, ზემოდან მესამე ბლინი. ასე გააგრძელეთ, სანამ პროდუქტი არ მორჩება.
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо
ბოლოს წაუსვით კრემი და მოაყარეთ მწვანილი.
ÑоÑÑ Ð¸Ð· кабаÑков ÑоÑо

5.ყაბაყის პიცა

არ ღირს არჩევანის გაკეთება დიეტასა და არომატულ პიცის ნაჭერს შორის. მსუბუქი, ნაზი, წვნიანი ბოსტნეულის პიცა იგივე შეგრძნებებს იწვევს, რასაც მისი კალორიული ორიგინალური ვარიანტი. მიირთვით და არ იფიქროთ ფიგურაზე!
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками
შემადგენლობა
ყაბაყი 1 ცალი.
პომიდორი 2 ც.
მყარი ყველი 200 გ
კვერცხი 1 ცალი.
მანანი 0.5 ჭიქა.
ხორბლის ფქვილი 3 ს/კ.
ორცხობილას ფხვნილი
მარილი, შავი წიწაკა,  მწვანილი გემოვნებით.
მომზადება
ერთი მოზრდილი ყაბაყი გახეხეთ, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, ცოტა ხნის შემდეგ გაწურეთ.
დაამატეთ ფქვილი, მანანი, კვერცხი და აურიეთ.
ცხიმწასმულ ფორმას მოაყარეთ დაფქვილი ორცხობილა და მოათავსეთ მასა.
ზემოდან დაალაგეთ დაჭრილი პომიდორი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და დაჭრილი მწვანილი. 180 გრადუსზე გამოაცხვეთ ნახევარი საათის განმავლობაში.
მიირთვით არაჟანთან ერთად.

6.ომლეტი “სამი გემო”

ომლეტი არის იტალიური ფანტაზია.  პირველი ფენა მწვანილით მზადდება, მეორე ბულგარულით, მესამე კი ყაბაყით. ექსპერიმენტირება უსასრულოდ შეიძლება.
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками
შემადგენლობა
კვერცხი 12 ცალი.
ყაბაყი 500 გ
ნიორი 2 კბილი.
ოხრახუში 15 გ
ბულგარული წიწაკა 2 ცალი.
მუსკატის კაკალი 0.5 ჩ/კ.
მწვანე ხახვი 15 გ
მარილი გემოვნებით
მზესუმზირის ზეთი 4 ს/კ.
შავი წიწაკა (დაფქვილი) გემოვნებით
მომზადება
ბულგარული წიწაკა გარეცხეთ, გამოაცხვეთ 200 °C-მდე გაცხელებულ ღუმელში 20 წუთის განმავლობაში, გაცივება აცადეთ, გაფცქვენით და მარცვლები მოაშორეთ.
ვამზადებთ პირველ ფენას. ათქვიფეთ 4 კვერცხი, დაამატეთ დაქუცმაცებული ოხრახუში, ხახვი, კაკალი, დაჭყლეტილი ნიორი, მარილი და შავი პილპილი. მოამზადეთ ომლეტი ტაფაში დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში და გადაიტანეთ ფორმაზე, რომლსაც წინასწარ კარაქი უნდა წაუსვათ.
ათქვიფეთ 4 კვერცხი, დაამატეთ მარილი, შავი პილპილი, დაჭრილი ბულგარული წიწაკა და მოამზადეთ ტაფაში დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში. გადაიტანეთ გამოსაცხობ ფორმაზე, პირველ ომლეტზე.
გაფცქვენით, კუბიკებად დაჭერით ყაბაყი და შეწვით ტაფაში 5 წუთის განმავლობაში. ამის შემდეგ დაამატეთ 4 ათქვეფილი კვერცხი, მარილი, შავი პილპილი, მოამზადეთ დაახლოებით 2 წუთის განმავლობაში და გადაიტანეთ მესამე ფენაზე.
გამოაცხვეთ კერძი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 15 წუთის განმავლობაში.

7. ყაბაყის მარმელადი

თუ ამ დესერტს გასინჯავთ, ვერც გაიგებთ ყაბაყის გემოს. ბოსტნეული კარგად ინიღბება ფორთოხლის გემოს მიღმა, რაც მოსწონთ ტკბილის მოყვარულებს.
блÑда Ñ ÐºÐ°Ð±Ð°Ñками
შემადგენლობა
ვაშლი 1 ცალი.
კოჭა 1 ცალი
ლიმონი 2 ცალი.
ყაბაყი 1 კგ
შაქარი 800 გ
ფორთოხალი 2 ცალი.
Ðак ÑделаÑÑ Ð´Ð¾Ð¼Ð°Ñний маÑмелад

მომზადება

ყაბაყი გახეხეთ. ერთი კილოთი გამოდის 4-6 ჭიქა გახეხილი მასა. თქვენ დაგჭირდებათ 5 ჭიქა.
ლიმონს და ფორთოხალს მოაცილეთ კანი და წვრილად დაჭერით. შეგიძლიათ გახეხოთ. ეს მასა დაამატეთ ყაბაყს.
რბილობი გაწურეთ მარლაში. დაამატეთ დაჭრილი ვაშლი.
ციტრუსის კურკები მოათავსეთ ნაჭრის ტომარაში.
გახეხეთ კოჭას ფესვი და ისიც მეორე ტომარაში მოათავსეთ.
ყაბაყის მასაში დაამატეთ ხილის მასა, დადგით საშუალო ცეცხლზე, დაამატეთ შაქარი და ადუღეთ სანამ შაქარი კარგად არ გაიხსნება.
დუღილის პროცესში ჩადეთ ორივე ტომარა, ცეცხლს დაუკელით მინიმუმამდე და 45 წუთი ადუღეთ, თან ურიეთ.
45 წუთის შემდეგ, ამოიღეთ გაჟღენთილი ტომრები მარმალადიდან და ჩაასხით ცხელი სტერილურ ქილებში. შემდეგ მოხუფეთ ქილები სახურავებით და სტერილიზაცია გაუკეთეთ მდუღარე წყალში 10 წუთით.  გემრიელი  მარმელადი – ერთ-ერთი საუკეთესო დესერტია.

 

მსგავსი სიალხებეი