13 წლის მოზარდის მკვლელობის საქმე რუსთავის სასამართლომ დახურა

image
  • 406
13 წლის ძმისშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს რუსთავის სასამართლომ ბრალდება მოუხსნა და საქმე დახურა, – ამის შესახებ „ახალი კვირისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი. მოსამართლე მადონა მაისურაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ვალერ ირემაძეს ორწლიანი იძულებითი მკურნალობა ხონის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში განუსაზღვრა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილება სამხარაულის სახელობის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გათვალისწინებით მიიღო. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ვალერ ირემაძე დანაშაულის ჩადენის დროს ვერ აკონტროლებდა საკუთარ ქმედებას. ექსპერტიზამ მას შეურაცხადობა დაუდგინა დიაგნოზით – ეპილეფსიური ფსიქოზი, რომელიც მკურნალობას ექვემდებარება.

შეგახსენებთ, 10 თებერვალს რუსთავში ბიძამ 13 წლის მოზარდი ცივი იარაღით მოკლა და 20-მდე ჭრილობა მიაყენა. საზოგადოებაში არსებული მოარული ხმები, რომ ბრალდებულს აღენიშნებოდა დანაშაულის ჩადენისას ფსიქიკური აშლილობა და იყო შეურაცხადი, ამასთან დაკავშირებით ბრალდების მხარემ დანიშნა სტაციონალური ფსიქიატრიული ექსპერტიზა.

დასკვნის შედეგად გაირკვევა, მართლაც შეურაცხადი იყო თუ არა ბრალდებული დანაშაულის ჩადენისას.

 

მსგავსი სიალხებეი