ირაკლი ჭეიშვილი - თორნიკე რიჟვაძემ, მიიღო ძალიან რთული, მაგრამ თამამი გადაწყვეტილება.

image
  • 691
თითქმის მთელი სიუჟეტის მანძილზე, ჟურნალისტი არკვევდა, თუ ვის დროს დაიწყო ოცნების ქალაქის პრობლემის მოგვარება, პატარაძის თუ რიჟვაძის დროს?! მე მაქვს ეხლა კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს ვის დროს დაიწყო ?! პასუხი მარტივია, ქართული ოცნების ხელისუფლების დროს დაიწყო და თუ კონკრეტიკა აინტერესებს ვინმეს, დიახ თორნიკე რიჟვაძის ინიციატივით დაიწყო ! 

წინა პერიოდს თუ გადავხედავთ, არჩილ ხაბაძის მართველობის დროს დაიწყო სტადიონიც და რესპუბლიკური საავადმყოფოც. 2014 წელს, შეიქმნა შპს. სტადიონი სადაც პირველ ეტაპზე 20 მილიონ ლარამდე თანხის აკუმულირება მოხვდა ა.ა.რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, სტადიონისა და რესპუბლიკური საავადყოფოს ასაშენებლად. მაშინ გახლდით, ქ. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე და ჩემს პერიოდში, ყოფილი მანქანათმშენებელის ტერიტორია (სადაც ეხლა სტადიონი შენდება) გადავეცით აჭარის მთავრობას იმ პირობით,რომ იქ უნდა აშენებულიყო საფეხბურთო სტადიონი. ამის შემდეგ მომზადდა პროექტი, პროექტმა გაიარა მშენებლობის ნებართვის ორი ეტაპი.

დარჩენილი იყო მესამე/ბოლო ეტაპი სამშენებლო ნებართვა, რის შემდეგაც ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო. მოგეხსენებათ, რომ მაგ პერიოდში, აჭარაში შეიცვალა მთვარობის თავმჯდომარე და უკვე ზურა პატარაძის პერიოდში მოხვდა პროექტის ბოლომდე მიყვანა და მშენებლობის დაწყება. შემდეგ ზურა პატარაძის ინიციატივით დაპროექტდა და აშენდა ქალაქის შემოსასვლელში ( პორტთან ) ძალიან მნიშვნელოვანი სამანქანე ხიდი. იგივე მოხდა რესპუბლიკური საავამდყოფოს შემთხვევაშიც, დაიწყო არჩილ ხაბაძემ, გააგრძელა ზურა პატარაძემ და გახსნის თორნიკე რიჟვაძე. ეს არის ერთ ერთი იმ დიდ პროექტთაგანი, რომელიც ხორციელდება აჭარაში ბიუჯეტის სახსრებით. აქ უჩვეულო არაფერია, მთავარი ის არის, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დროს ხორციელდება !

რაც შეეხება ეგრედ წოდებულ “ოცნების ქალაქს “, ეს არ იყო ადვილი გადაწყეტილება,რაც მთავრობის თავმჯდომარემ მიიღო. გუნდში დიდხანს მიმდინარეობდა მსჯელობა, თავიდან იყო აზრთა სხვადასხაობაც, მაგრამ საბოლოოდ თავმჯდომარემ დაარწმუნა თავისი გუნდი,რომ ეს იყო სწორი გზა პრობლემის მოსაგვარებლად.თორნიკე რიჟვაძემ, მიიღო ძალიან რთული , მაგრამ თამამი გადაწყეტილება. მას, ამ გადაწყვეტილებაში, ბოლომდე ვუდგავართ გვერდში !

 

მსგავსი სიალხებეი