10 სიტუაცია, როდესაც ტელეფონის ელემენტის დაცლა კატასტროფაა

image
  • 154
უკვე დიდი ხანია, რაც ადამიანების უმრავლესობისთვის სმარტფონი სამყაროსთან დაკავშირების მთავარ, ზოგჯერ ერთადერთ წყაროდ იქცა. თუ ერთხელ მაინც დაგრჩენია ტელეფონი სახლში (ან თუნდაც სხვაგან), გეცოდინება, თუ რას ნიშნავს იყო უსუსური. ამაზე უარესი სიტუაცია მხოლოდ ის არის, როდესაც სმარტფონის ელემენტი იცლება და მის დატენას ვერსად ახერხებ. გთავაზობთ 10 საშინელ სიტუაციას, როდესაც არასაკმარისად დამუხტულ ტელეფონს შეუძლია მთელი დღით გაგიფუჭოს ხასიათი.

როდესაც საყვარელი სერიალის სეზონის ფინალია და გადამწყვეტ მომენტს ელოდები

ვინ არის მკვლელი? რა იყო ყუთში? რა ვერდიქტს გამოიტანენ ნაფიცი მსაჯულები? ამ კითხვებზე პასუხს სერიალებში ყოველთვის ბოლო სერიისთვის ინახავენ.


როდესაც თვალწინ იდეალური კადრია

წარმოიდგინე, რომ შვებულებაში ხარ, ისვენებ და დღის განმავლობაში უკვე უამრავი ფოტო გადაიღე, მაგრამ საღამოც შესანიშნავია, მზე ჩადის, გვერდით ფრინველების გუნდმა ჩაგიფრინა, ცა და შესაბამისად, ყველაფერი გარშემო ცეცხლისფერია, მათ შორის - შენი ტელეფონის დამტენის ინდიკატორი, რომელიც მზესთან ერთად ქრება.
მსგავსი სიტუაცია ნამდვილი ჯოჯოხეთია ჟურნალისტებისთვის. მათ შემთხვევაში იდეალურ კადრში „მნიშვნელოვანი“ კადრი იგულისხმება.


როდესაც უცნობ ქალაქში ხარ და ნავიგაცია ძალიან გჭირდება

როუმინგში ჩართული ტელეფონის ელემენტი უფრო სწრაფად იცლება, ვიდრე სახლში. უცხო ქვეყანაში სიმ-კარტის ერთადერთ ქსელთან არმიერთება ნიშნავს, რომ ტელეფონი მუდმივად ხან ერთ და ხან მეორე ქსელს დაუკავშირდება. ამის გამო ის სწორედ იმ მომენტში შეიძლება გაითიშოს, როდესაც შენ რაღაც გაურკვეველ კვარტალში აღმოჩნდები და რუკის გახსნა გინდა იქიდან თავის დასაღწევად.


როდესაც თამაშის დროს რეკორდს ამყარებ

თამაშის დროს ადამიანმა შეიძლება ვერც შეამჩნიოს, რომ ელემენტი ჯდება და ტელეფონი შეიძლება ზუსტად იმ დროს გაითიშოს, როდესაც ფინალურ ეტაპს მიაღწია, ან მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა დააგროვა.


როდესაც ინტერნეტში კამათის დროს უმაგრესი არგუმენტი მოგაფიქრდა

ბევრისთვის ინტერნეტში კამათზე მნიშვნელოვანი არაფერია. ამ დავებში ვიღაც ყოველთვის მტყუანია. არაფერი იმაზე საშინელი არ არის, ვიდრე ის, რომ ოპონენტი შენს სისწორეში ფაქტობრივად დაარწმუნე და ამ დროს კლავიატურაზე აკრეფილი კომენტარი დაცლილი ელემენტის გამო უბრალოდ აღარ იგზავნება. ააააააააააააააა!


როდესაც ტრანსპორტში მეზობელ მგზავრს შენთან ლაპარაკი უნდა 

როდესაც სადღაც მიემგზავრები, მაგალითად თვითმფრინავით, კიდევ რამდენიმე საათს გიწევს ფრენა და გვერდით აქტიური მეზობელი გიზის, რომელიც უწყვეტად გელაპარაკება. სმარტფონი ასეთ დროს ერთადერთი ხსნაა. თანამედროვე თვითმფრინავებში დასატენად USB-ბუდეები დამონტაჟებულია, მაგრამ თუ ისეთ ტრანსპორტში ხარ, სადაც ის არ არის, ან დამტენის სადენი ჩაბარებულ ბარგში დაგრჩა, მაშინ აბეზარი თანამგზავრისგან თავის დაღწევის ერთადერთი გზაა, თვალები დახუჭო, ვითომ გძინავს.


ინტერნეტით გაცნობილ ადამიანს მიანიშნე, რომ მოგწონს და პაემანზე უთანხმდები

ინტერნეტით გაიცანი ადამიანი, რომელიც მოგწონს, მასაც მოსწონხარ. ამ დროს ის გეკითხება, გცალია თუ არა ხვალ კაფეში შეხვედრისთვის. შენ პასუხობ, რომ კი, მაგრამ არაფერი... სმარტფონი დაჯდა. რამდენიმე საათში, როდესაც ტელეფონი დატენილია, პასუხის გაგზავნას აზრი აღარ აქვს. როგორც იტყვიან, ერთ ფლირტში ორჯერ ვერ შეხვალ.


საყვარელი სიმღერა უნდა დაიწყოს

ხანგრძლივ მგზავრობას არაფერი ისე არ გიმსუბუქებს, როგორც საყვარელი მუსიკალური ალბომი და არაფერი ისე არ გიფუჭებს, როგორც საყვარელი ალბომი, რომელიც საყვარელი სიმღერის დაწყებამდე წყდება. აუტანელია!


ქსელში მოგივიდა გზავნილი, რომელსაც დიდხანს ელოდი

დიდხანს აკვირდები ეკრანს და აი ისიც, მოვიდა გზავნილი, რომელსაც ამდენ ხანს ელოდი. ტელეფონს იღებ, რომ გზავნილი სრულად წაიკითხო, ხელს აჭერ ეკრანს და ჩნდება მხოლოდ გადახაზული ელემენტი და შემდეგ სიჩუმე. კატასტროფა.


როდესაც ტაქსი გამოიძახე და მძღოლს ვეღარ უკავშირდები
ტაქსის გამოძახება ტელეფონით, რომელიც ჯდება - „რუსული რულეტკის“ თამაშია. მძღოლს რომ დააგვიანდეს? ან მოპირდაპირე ქუჩაზე გააჩეროს მანქანა და გირეკავდეს, და თუ ვერ დაგირეკა - წავიდეს? სერიოზული სტრესია.

 

მსგავსი სიალხებეი