აღზრდის 10 მარტივი მეთოდი გოგონების მამებისთვის

image
  • 260
მამებსა და მათ ქალიშვილებს შორის, როგორც წესი, განსაკუთრებული დამოკიდებულება ყალიბდება. მამების ნაწილი აქტიურ მონაწილეობას იღებს გოგონას აღზრდაში, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ვერ ზრუნავენ აღნიშნულ საკითხზე მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ, როცა საქმე გოგონას აღზრდას ეხება.

სწორედ ამიტომ, მამებს გთავაზობთ გოგონას აღზრდის მარტივ, მაგრამ ეფექტურ მეთოდებს.

1. გარეცხეთ მათ თვალწინ ჭურჭელი - მოამზადეთ საჭმელი, იზრუნეთ სახლის სისუფთავეზე. ასე თქვენი გოგონა დაინახავს, რომ თქვენ ხართ კაცი, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია, არ იფიქრებს, რომ მსგავსი საქმეები მხოლოდ ქალისთვისაა. ეთამაშეთ მას თოჯინებით და გახსოვდეთ, რომ თქვენი შვილის ბედნიერება სტერეოტიპებზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია.


2. გაატარეთ დრო მასთან ერთად - ეს საუკეთესო რჩევაა და მისი გათვალისწინების შემთხვევაში, გვერწმუნეთ, რომ საოცარი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ შვილებთან. ხშირად წაიყვანეთ სასეირნოდ, ითამაშეთ მასთან ერთად.


3. უპასუხეთ მის ყველა შეკითხვას - „დედას ჰკითხე“ - დაივიწყეთ ეს ფრაზა. მამამაც უნდა გასცეს პასუხები მისი გოგონას ყველაზე უცნაურ კითხვებსაც კი. თუ პასუხი არ გაქვთ, იპოვეთ პასუხი მასთან ერთად.


4. თუ უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებთ საკუთარ თავზე, ეს თქვენს ურთიერთობაზე დადებითად აისახება - როცა ქალი დედა ხდება, ის თანდათან სწავლობს, როგორ იყოს უკეთესი დედა. ასევეა თქვენ შემთხევაშიც. ნუ შეგეშინდებათ და აიღეთ უფრო მეტი პასუხისმგებლობა.


5. ასწავლეთ მას რა ჰქვია სხეულის ნაწილებს - კვლევა აჩვენებს, რომ როცა ბავშვს ჩვილობიდანვე ასწავლით ამას, ის უკეთ კომუნიკაციას სწავლობს და ასევე უკეთესი კავშირი ყალიბდება შვილსა და მშობელს შორის.


6. ასწავლეთ თქვენს გოგონას ფეხბურთის თამაში - ან ბოულინგი, ან ნებისმიერი სპორტის სახეობა, რომელიც თქვენ მოგწონთ. ის იამაყებს ამით. თუ მამას აქვს ჰობი, თუ მამას უყვარს თავისი საქმე, მისი გოგონაც მსგავს დამოკიდებულებას სწავლობს და მსგავს მახასიათებლებს იძენს.


7. დაეხმარეთ ხოლმე თქვენს ცოლს და ნუ დაელოდებით სანამ ის დახმარებას გთხოვთ - ხანდახან ახალგაზრდა დედიკოები ვერ აცნობიერებენ, რომ დახმარება სჭირდებათ, ან უბრალოდ არ იციან, როგორ ითხოვონ დახმარება. ეს ის მომენტია, როცა თქვენ უნდა იმოქმედოთ. დარჩით ბავშვთან და მიეცით თქვენს ცოლს საშუალება, რომ საკუთარ თავზე იზრუნოს, შხაპი მიიღოს, ექიმთან წავიდეს და ა.შ. იყავით მნიშვნელოვანი ადამიანი თქვენი გოგონას ცხოვრებაში.


8. იყავით ის ადამიანი, რომელიც მასთან ერთად იცეკვებს - მამა პირველი მამაკაცია გოგონას ცხოვრებაში და თუ მას მზრუნველი მამა ჰყავს, ეს სრულფასოვან ადამიანად აყალიბებს. იყავით ის ადამიანი, რომელიც მას თავს დაცულად და უსაფრთხოდ აგრძნობინებს.


9. იყავით მამა ყოველთვის და არა მხოლოდ შაბათ-კვირას - ხშირად მამა სამსახურში მიდის, დედა კი სახლში რჩება ბავშვთან და საღამოს დამღლელი სამუშაო დღის შემდეგ, მამას, ხშირ შემთხვევაში, არ აქვს ენერგია, რომ ბავშვს მიაქციოს ყურადღება. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენი ცოლიც ძალიან დაღლილია საღამოს, ბავშვზე ზრუნვას სამსახურზე უფრო მეტი დრო და ენერგია სჭირდება, მაგრამ ის მაინც ახერხებს რომ საღამოსაც იზრუნოს შვილზე. გახსოვდეთ, რომ მამობა, ისევე როგორ დედობა 24 საათი, კვირაში შვიდი დღე შვილზე ზრუნვასა და ყურადღებას ითხოვს.


10. თუ დედას ის საცურაო აუზზე მიჰყავს, თქვენც მათ გაჰყევით - ნუ შეგრცხვებათ. არაუშავს, თუ იქ თქვენ ერთადერთი კაცი იქნებით. მნიშვნელოვანია, რომ შვილის ცხოვრებაში ყველა მნიშვნელოვან მომენტში მის გვერდი იყოთ.

 

მსგავსი სიალხებეი