ექიმ კომაროვსკის 12 ოქროს წესი - როგორი უდა იყოს ფსიქოლოგიური კლიმატი ოჯახში

image
  • 3 567
1. მთავარია - ოჯახის ბედნიერება და ჯანმრთელობა. ოჯახი უნდა ცხოვრობდეს არა ბავშვის ინტერესებით, არამედ ოჯახის ინტერესებით. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩემ შვილს აჩუქონ შოკოლადი და მან არ გაანაწილოს სამ ნაწილად.

2. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს იმის შესახებ, რომ ყველა ძუძუმწოვრების შვილებში ჩადებულია უმნიშვნელოვანესი ინსტიქტი - დააკოპირონ გუნდის უფროსის წარმომადგენლების ქცევები. თუ მშობლებს შეუძლიათ დაისვენონ და ისწავლონ ერთდროულად, ამას ბავშვებიც იმეორებენ. არ გინდათ მათი „აღზრდა“, დაიწყეთ საკუთარი თავიდან - შეცვალეთ საკუთარი ცხოვრების წესი, შრომისა და დასვენების რეჟიმი, და ამას მემკვიდრეობით გადაიღებენ თქვენი შვილები.


3. სიტუაცია, როცა ქალი ბავშვთან დაკავშირებით თემას წყვეტს მარტო, ქმრის გარეშე, დაუშვებელია. მამა დედაზე უარესად არ უნდა ერკვევოდეს იმაში, როგორ აჭამოს ბავშვს, როგორ ჩააცვას, როგორ აქვს საქმეები სკოლაში.

4. ბედნიერი ბავშვი - ეს უპირველესყოვლისა ჯანმრთელი ბავშვია და მხოლოდ ამის შემდეგ ბავშვი, რომელსაც შეუძლია კითხვა და ვიოლინოზე დაკვრა.


5. მამის სოციალური მოვალეობაა: გახადოს საკუთარი შვილი ბედნიერი. პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ და გესმოდეთ: თქვენი შვილების ბედნიერება განისაზღვრება მათი უნარით იფიქრონ, ისწავლონ და მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები. ამ უნარის განვითარება შეუძლია სწორედ მამას.

6. ბედნიერი ბავშვი - ეს არის ბავშვი, რომელსაც ჰყავს დედაც, და მამაც, რომლებიც პოულობენ დროს არა მხოლოდ იმისათვის, რომ ეს ბავშვი უყვარდეთ, არამედ იმისათვისაც, რომ უყვარდეთ ერთმანეთი.


7. თუ ბავშვი მუდმივად ავადმყოფობს, ეს ნიშნავს, რომ მას კონფლიქტი აქვს გარემოსთან და არსებობს მოქმედების 2 ვარიანტი: ვუმკურნალოთ ბავშვს ან შევცვალოთ გარემო. ჩემთვის ახლოა უფრო მეორე ვარიანტი, მაგრამ მშობლებისა და წამლების გამყიდველების დიდი ნაწილი არ მეთანხმება.

8. თუ ბავშვი ზაფხულში 2 თვე დარბის აგარაკზე მშიერი, ჭუჭყიანი და ფეხშიშველი - ეს აღადგენს მისი მთელი წლის ჯანმრთელობას. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნორმალური ბავშვი - გამხდარი და აქტიური.


9. ოჯახის მთავარი კეთილდღეობაა - დედის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მამამ ყველა პირობა უნდა შეუქმნას იმისათვის, რომ დედამ კარგად იკვებოს, დაიძინოს და ისეირნოს.

10. ქვეყნის ბედნიერება იწყება, როცა მამაკაცი ყურადღებას აქცევს არა მხოლოდ ომს, ნავთობს, გაზსა და ფულს, არამედ ბავშვებითაც არის დაკავებული. აი, მაშინ იწყებს ქვეყანა განვითარებას.


11. პირადად მე, როცა მომმართავენ იმ ბავშვების მშობლები, რომლებიც ხშირად ხდებიან ავად, ვურჩევ შეიძინონ ძაღლი. რადგან ძაღლი წარმოადგენს რეალურ საბაბს აიძულო დიდები დღეში ორჯერ გაასეირნონ ბავშვი.

12. ნებისმიერმა პედიატრმა იცის: ორშაბათობით ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან. იცით რატომ? იმიტომ რომ კვირაობით ისინი მიდიან სტუმრად ბებიებთან, სიყვარულის საზომად კი ჩვენთან, სამწუხაროდ, საკვები ითვლება.

 

მსგავსი სიალხებეი