ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტი

image
  • 173
მარშუტის აღწერა
ეს ეკოტურისტული მარშრუტი იწყება ქობულეთი-ბათუმის ცენტრალურ მაგისტრალზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. შუამთის გადასახვევთან, საიდანაც სასოფლო გრუნტის გზის აღმართს მიუყვება. აღსანიშნავია, რომ მარშრუტის საბოლოო წერტილამდე გზა დამარკულია შემდეგი სახის ნიშნულით - "ფრინველებზე დაკვირვება". გრუნტის გზის დასასრულს მარშრუტი საცალფეხო ბილიკს მიუყვება და საყდრის მთასთან სრულდება. აქ განლაგებულია სადამკვირვებლო პლატფორმა და უამინდობის შემთხვევაში თავშესაფარი ბერდვოჩერებისათვის, საიდანაც შესაძლებელია ფრინველებზე დაკვირვება. ამ ადგილიდან იშლება ულამაზესი ხედი, ერთის მხრივ, შავ ზღვაზე და მეორეს მხრივ, ხეობაზე, სადაც ზღვიდან გადამფრენი ფრინველები შემოდიან - ეგრეთწოდებულ ფრინველთა მიგრაციის დერეფანზე, რაც ასე იზიდავს ორნითოლოგიით დაინტერესებულ ტურისტებს. სოფ. შუამთაში საოჯახო ტიპის 5 სასტუმროა: ელზა მაკარიძის, ნათია კონცელიძის, ჯუმბერ ჯიჯავაძის, ენვერ ცეცხლაძის და ნადიმ ცეცხლაძის, სადაც შეგიძლიათ ღამისთევა და ადგილობრივი სოფლის ყოფის გაცნობა. აქვე შეძლებთ დააგემოვნოთ დიასახლისის მიერ მომზადებული ტრადიციული კერძები.
 
ფაქტები
  • სიგრძე: 3,5 კმ
  • ხანგრძლივობა: 2,5 სთ
  • მარშრუტის ტიპი: საფეხმავლო
  • სირთულე: საშუალო
  • მინ./მაქს. სიმაღლე ზღ. დონიდან: 21/400 მეტრი
  • მანძილი ბათუმამდე: 18 კმ
  • ფიჭური ქსელების დაფარვის ზონა: სრულად

 

მსგავსი სიალხებეი