ტურისტული მარშრუტი მწვანე ტბაზე

image
  • 213
ზემო აჭარაში გოდერძის უღელტეხილის მოპირდაპირე მხარეს ტბა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა „მწვანე ტბას“ უწოდებს. ტბა უზარმაზარ მთებს შორისაა მოქცეული და ნაძვნარითა და წილფნარითაა შემოსაზღვურლი. ტბას მიწისქვეშა წყაროები ასაზრდოებენ. მთავარი ღირსშესანიშნაობა არის გზად შემხვედრი აჭარული იაილები (ზაფხულის დროებითი სადგომები მეიალაღეებისათვის) და ულამაზესი ხედები.
მანძილი ბათუმიდან: 120 კმ.

როგორ მოვხვდეთ:
მწვანე ტბაზე მარშრუტი იწყება ჩრდილოეთის მიმართულებით და მიუყვება ალპური მდელოების და ტყის საფარის გამყოფ საზღვარს. მისი გავლა შესაძლებელია მაღალი გამავლობის (4X4) მქონე მანქანით. 6 კმ-ის გავლის შემდეგ გვხდება გზაგასაყარი, საიდანაც თუ მარჯვნივ გავუყვებით საფეხმავლო ბილიკს, მივადგებით მწვანე ტბას. აგრეთვე, სამანქანე გზის გაგრძელების შემთხვევაშიც შესაძლებელია მწვანე ტბამდე მისვლა.
ბათუმიდან ხულომდე სამარშრუტო ტაქსი: ყოველ საათში გადის. ფასი: 5 ლ.
ხულოდან შესაძლებელია მაღალიგამავლობის (4X4) მქონე მანქანის ქირაობა
ფასი: 120-150 ლ. ლარიდან 150 ლარამდე მთელი დღით ქირაობა.
ხოლო ასვლა და უკან დაბუნება 70-80 ლარი.
 
განთავსება: შესაძლებელია მწვანე ტბის გარშემო კარვების გაშლა ,
ასევე, შესაძლებელია გოდერძის უღელტეხილზე და კურორტ ბეშუმში.
1) ბეშუმი                                                                                                                     
ფასი: 15 ლარიდან 25 ლარამდე ერტი ადამიანის ღირებულება ბეშუმის კოტეგებში.
კონტაქტი: 577 35 50 94. თემური ქედელიძე.
 
2) გოდერძის უღელტეხილზე. სასტუმრო მეტეო.
ფასი: სტანდარტული ნომერი 40 ლარიდან 60 ლარამდე. ხოლო ლუქსი 100 ლარიდან 150 ლარამდე.
საკონტაქტო: 598 09 50 16 ზურიკო შანთაძე.

 

მსგავსი სიალხებეი