ამ ნივთს, რომელსაც ყველა ბინაში შეხვდებით, სიღარიბე და პრობლემები მოაქვს!

image
  • 1 288
რის შესახებ გვაფრთხილებენ ბიოენერგეტიკოსები?! 

ალბათ არაერთხელ გსმენიათ, რომ სახლში არ უნდა იქონიოთ გაბზარული/გატეხეილი ჭურჭელი ან სარკე, რადგან ეს უბედურების მომტანია, თუმცა უფრო კონკრეტულად ვერავინ აგიხსნიდათ, თუ რატომ მოაქვს ასეთ ნივთებს უბედურება. 

სწორედ ამას განგვიმარტავენ ბიოენერგეტიკის სპეციალისტები. 

საქმე ის არის, რომ ნებისმიერ ნაპრალში, ხვრელში, ბზარში ნელ-ნელა გროვდება სახლში არსებული უარყოფითი ენერგეტიკა. 
თუკი სახლში გაბზარული/გატეხილი ნივთი გექნებათ, მისგან წამოსული ენერგიის ნაკადი ცუდად იმოქმედებს იმ სახლის ბინადრების ჯანმრთელობასა და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. 
შედეგად ოჯახში ხშირი იქნება ჩხუბი, პრობლემები. შეიძლება ტოტალური უიღბლობის პერიოდიც დადგეს და დიდხანს გაგრძელდეს.. 

გატეხილი სარკე კი არამხოლოდ პრობლემების, არამედ დიდი უბედურების მომტანია და ალბათ, ესეც ბევრჯერ გსმენიათ. 
როცა პატარა სარკე გვებზარება, მას დაუნანებლად ვიშორებთ თავიდან, თუმცა როცა სარკე დიდია, თანაც ანტიკვარული, მას მაინც ვინახავთ სახლში, მიუხედავად ბზარებისა თუ ჩამოტეხილი კუთხეებისა. 

ასე რომ, ნუ დაგენანებათ გაბზარული/გატეხილი ნივთის გადაგდება!

 

მსგავსი სიალხებეი