"ეს პერიოდი რთულია ტყუპების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის"

  • 419
ასტროლოგი სოფია ბზეკალავა 17 ნოემბრიდან 7 დეკემბამდე არსებულ მოვლენაზე სოციალურ ქსელშ წერს.

"მეგობრებო 17 ნოემბრიდან 7 დეკემბამდე პლანეტა მერკური რეტროგრადული (უკანმავალი) ხდება, რაც იმას ნიშნავს რომ ამ პერიოდის მანძილზე ადამიანებში შედარებით გართულდება კომუნიკაცია. სასურველია გადაამოწმოთ ხოლმე ყველა სახის ინფორმაცია რასაც იღებთ ან გასცემთ, იქნება ეს სიტყვიერი თუ წერილობითი ფორმით. არ არის სასურველი დაიწყოთ ახალი საქმეები, ხელი მოაწერიოთ მნიშვნელოვან საქმიან კონტრაქტებს ან გააფორმოთ დოკუმენტაციები. ნაკლებად დაგეგმეთ შორ მანძილზე მგზავრობა, შეამოწმეთ ავტომანქანის ტექნიკური გამართულობის საკითხი, ზოგადად ნუ იყიდით ახალ ტექნიკას, იმიტომ რომ შესაძლოა წუნდებული აღმოჩნდეს ან ძალიან მალე გამოვიდეს მწყობიდან და რაც მთავარია, გულისყურით უსმინეთ ყველა თანამოსაუბრეს, იმიტომ რომ მერკურის რეტროგრადულობის პერიოდში ისე როგორც არასდროს სუსტდება კომუნიკაციის დონე, ადამიანები თითქოსდა "ჩინურად" ელაპარაკებიან ერთმანეთს. ზოგიერთს ეჭვი ეპარება ასევე საკუთარ ცოდნასა და პროფესიონალიზმში, რაც დროებითი მოვლენაა ასევე.
სამაგიეროდ შესანიშნავი პერიოდია წარსულში დაწყებული და რაიმე მიზეზით მიტოვებულ-დაკონსერვებული პროექტების ხელახლა წამოსაწყებად, შეწყვეტილი თანამშრომლობის აღსადგენად ნებისმიერ სფეროში, ხელახალი მოლაპარაკებების საწარმოებლად იურიდიული თუ სამართლებრივი კუთხით, სწავლის პროცესისთვის, რომელიც ასევე წარსულში წამოიწყეთ და განუსაზღვრელი ვადით გადადეთ, ასევე ამ პერიოდში შეგიძლიათ ურთიერთობა აღადგინოთ და დაათბოთ ახლო წრის ადამიანებთან, მეგობრბთან, მეზობლებთან და ნათესავებთან. ზოგიერთის ცხოვრებაში კი (თუ ამას პირადი ჰოროსკოპის მოცემულობაც ადასტურებს) არ არის გამორიცხული ყოფილი პარტნიორებიც აქტიურად გამოჩნდნენ. ეს პერიოდი მეტნაკლებად რთულია ტყუპების და ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის. ყველაზე მეტად მათ ცხოვრებაში შეიძლება იყოს შეფერხებები ზემოთჩამოთვლილი კუთხით. ყველას გისურვებთ საღად და ობიექტურად აზროვნების უნარს, მეტ დიპლომატიას და სიმშვიდეს", - წერს სოფია ბზეკალავა.

 

მსგავსი სიალხებეი