22 დეკემბრის სავსე მთვარე სასწაულებს გპირდებათ - რას გიწინასწარმეტყველებენ ასტროლოგები

  • 412
22 დეკემბერს სავსემთვარეობაა. ასტროლოგიური თვალსაზრისით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ენერგიის მატარებელი დღეა, რომელსაც დიდი გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, მათ ცხოვრებაზე. 

სავსე მთვარის ენერგია უდიდეს გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე და ის, თუ რა კუთხით უნდა ველოდოთ ცვლილებებს, დამოკიდებულია იმ ზოდიაქოს ნიშანზე, რომელშიც სავსე მთვარეა. 22 დეკემბერს კი, სავსე მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშანში იქნება. 

ეს იქნება 2018 წელს ბოლო სავსე მთვარე და მას ყინულის მთვარეს, ზოგჯერ კი ცივ მთვარეს უწოდებენ. საინტერესო ის არის რომ 2018 წლის დეკემბრის სავსე მთვარე ზამთრის ბუნიობის მომდევნო დღეს არის. 21 დეკემბერს ზამთრის ბუნიობაა, ანუ ამ დროს წლის ყველაზე გრძელი ღამე და ყველაზე მოკლე დღე იქნება, მომდევნო დღეს კი, სავსემთვარეობაა. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზამთრის ბუნიობა და სავსემთვარეობა ერთმანეთს ემთხვევა. ასეთი მოვლენა ბოლოს 2010 წელს მოხდა, ხოლო შემდეგ ჯერზე მსგავსი რამ 2094 წელს მოხდება.

ასტროლოგები ამბობენ, რომ აღნიშნული ფაქტი 22 დეკემბერსა და სავსემთვარეობას კიდევ უფრო მეტ საკრალურობას სძენს. კარგი ის არის, რომ ყოველივეს გამო მხოლოდ პოზიტიურ ცვლილებებს და სასიამოვნო სიურპრიზებს უნდა ელოდოთ. 

სავსე მთვარის ენერგიის გავლენით, თქვენს პირად ცხოვრებაში სრულიად მოულოდნელად ბევრი სასიამოვნო რამ მოხდება. უფრო მეტად იქნებით მზად ცვლილებებისთვის, იქნებით უფრო მეტად ენერგიულები, კონცენტრირებულები და წარმატების მიღწევისკენ ორიენტირებულები. 

იგრძნობთ, რომ გინდათ რაღაც ახალი გამოსცადოთ, ახალი გამოცდილება მიიღოთ. საკუთარ თავში უფრო მეტ ძალას იპოვნით და ამ ძალის წყალობით პრობლემებს მარტივად მოაგვარებთ. მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც სამომავლოდ თქვენს ცხოვრებას პოზიტიურ მიმართულებას მისცემს. მოსალოდნელია, რომ შეიძინოთ ახალი მეგობრები, რომლებთანაც მყარი ურთიერთობა ჩამოგიყალიბდებათ. 

ეს შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ თავიდან მოიშოროთ ყველა და ყველაფერი, რაც გაღიზიანებთ და რაც სრულფასოვან, ბედნიერ ცხოვრებაში ხელს გიშლით. 

რადგანაც სავსე მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოშია, პირველ რიგში, წარმატებებია მოსალოდნელი ოჯახურ ურთიერთობებში. ოჯახთან მჭიდრო კავშირს იგრძნობთ ისე, როგორც არასდროს. იპოვნით ბალანსს და თავს ოჯახურ გარემოში ყოფნა სიმშვიდესა და დაცულობის განცდას მოგიტანთ. 

და ბოლოს, 2018 წლის ბოლო სავსე მთვარე დაკავშირებულია ორიონის თანავარსკვლავედთან, რომელიც უდიდეს ძალასთან და სიმდიდრესთან. სწორედ ამიტომ, ელოდეთ, რომ ახლად გაცნობილი ადამიანები შემოგთავაზებენ შესაძლებლობებს, რაც თქვენს კარიერას, ფინანსურ მდგომარეობას უდიდეს წარმატებას მოუტანს და ასევე წარმატებულები იქნებით სიყვარულშიც. 

რაც მთავარია, დეკემბრის სავსე მთვარე ყველა ადამიანს მოუტანს დადებით განწყობას, სასიამოვნო ვიბრაციებს, რომელთა საშუალებითაც იდეალური სადღესასწაულო განწყობა შეგექმნებათ.

 

მსგავსი სიალხებეი