ზოდიაქოს რომელი ნიშნებისთვის იქნება ფინანსურად წარმატებული 2019 წელი?

  • 401
ვერძი - 2019 წელი ფინანსური თვალსაზრისით სტაბილური წელი იქნება. წლის მეორე ნახევარში შემოსავალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. გაჩნდება შემოსავლის ახალი წყარო. ფინანსური სტაბილურობა თავდაჯერებულობას და მოტივაციას შეგმატებთ. 

კურო
 - გექნებათ ფინანსური კუთხით აღმავლობისა და დაცემის პერიოდი, მაგრამ რთული ფინანსური სიტუაციებიდან მარტივად შეძლებთ გამოსავლის პოვნას. მთავარია, სირთულეების დროს შეინარჩუნოთ ფსიქოლოგიური მდგრადობა. მხოლოდ ასე შეძლებთ ყველაფრის მოგვარებას. 

ტყუპები
 - 2019 წელს თქვენი ეკონომიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება. აღმასვლას უკვე წლის დასაწყისიდან იგრძნობთ, თუმცა წლის მიწურულს გასაოცრად გაზრდილი შემოსავალი გექნებათ. გაგიჩნდებათ ფინანსების გაზრდის არაერთი ხელსაყრელი შესაძლებლობა. 

კირჩხიბი - 2019 წლის დასაწყისში ფინანსური კუთხით პრობლემები იჩენს თავს და ამან შესაძლოა დეპრესიამდე მიგიყვანოთ. აგვისტოდან ახალი ნაცნობებისგან მიიღებთ საინტერესო შესაძლებლობას, რომელზეც უარი არ უნდა თქვათ. ეს შესაძლებლობა ფინანსური პრობლემების დაძლევის საშუალება მოგცემთ. ვერ ვიტყვით, რომ გამდიდრდებით, მაგრამ აგვისტოს შემდეგ ფინანსური სტაბილურობა გელოდებათ. 

ლომი - მილიონერები ვერ გახდებით, მაგრამ 2019 წელი ფინანსურად 2018-ზე გაცილებით უკეთესი იქნება. ეცადეთ, უფრო მეტი ფული დაზოგოთ და ისწავლოთ ფულის ყადრი. არ გაფლანგოთ ის უსარგებლო ნივთებში. 

ქალწული
 - 2019 წელს ფინანსურ სტაბილურობას იგრძნობთ. გექნებათ იმდენი ფული რამდენი თქვენი სურვილების დასაკმაყოფილებლადაა საჭირო. შეძლებთ სამოგზაუროდ წასვლას. გექნებათ იმდენი შემოსავალი, რომ საკმაოდ დიდი თანხის დაზოგვასაც შეძლებთ. 

სასწორი
 - თქვენთვის ფინანსური კუხით ბევრი არაფერი შეიცვლება. 2019 წელიც 2018-ის მსგავსი იქნება ამ თვალსაზრისით. განსაკუთრებულ ფინანსურ პრობლემებს ელოდეთ ზაფხულში და კარგი იქნება თუ მანამდე თანხას დაზოგავთ. ამ შემთხვევაში ზაფხულის ფინანსურ პრობლემებს მარტივად გადაიტანთ. 
მორიელი - თქვენთვის 2019 წელი ფინანსური თვალსაზრისით წარმატების მომტანი იქნება. დაგიბრუნებენ ძველ ვალებს. ბოლოსდაბოლოს თავს დააღწევთ ბანკის კრედიტებსაც. გაჩნდება შემოსავლის რამდენიმე ახალი წყარო, რაც სტაბილურობას მოგიტანთ. 

მშვილდოსანი
 - 2019 წელს ფინანსური სტაბილურობა გელოდებათ. თქვენი შემოსავალი ხარჯებზე უფრო მეტი იქნება. საერთო ჯამში ფინანსური პრობლემები არ გელოდებათ. 

თხის რქა 
- 2019 წელი თქვენთვის საუკეთესო წელი იქნება ფინანსურად. ამ კუთხით აღმასვლა იანვრიდანვე დაიწყება. ზოგიერთი თქვენგანი მილიონერების სიას შეიერთდება. თუმცა ამ ყველაფერს უზარმაზარი შრომის ხარჯზე მიაღწევთ. გირჩევთ, ცოტა დრო განტვირთასაც დაუთმოთ. 

მერწყული - ფინანსური კუთხით სირთულეები გელოდებათ. რთული სიტუაციების წინაშე აღმოჩნდებით და მეგობრებისგან დახმარება დაგჭირდებათ. მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდება სექტემბრიდან. 

თევზები - თქვენი ფინანსური მდგომარეობა 2019 წელს შთამბეჭდავი იქნება. მიიღებთ ფულის შოვნის ახალ შესაძლებლობებს. კარგი იქნება თუ ამ ფულს საკუთარ თავზე ზრუნვას მოახმართ.

 

მსგავსი სიალხებეი