გული გამიჩერა გუშინდელმა ტრაგედიამ,ურთულესი თვეები იანვარი, ივლისი და დეკემბერია - ასტროლოგი სოფია ბზეკალავა

  • 321
სტროლოგი სოფია ბზეკალავა შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს: 

"გული გამიჩერა ლამის გუშინდელმა ტრაგედიამ. რა ცხოვრებისეული კანონზომიერებისაც არ უნდა გვჯეროდეს, როცა ბავშვების სიცოცხლეს ეხება საქმე იქ საუბარი ზედმეტია, სიტყვები არ მაქვს. ძალიან რთულ პერიოდში ვიმყოფებით. ჯერ კიდევ დეკემბერში, როცა საახალწლო პროგნოზები კეთდებოდა მეც და ბევრმა ჩემმა კოლეგამ გააკეთა აქცენტი იანვარზე და ითქვა ისიც, რომ 2019 წლის ყველაზე რთული თვეები იანვარი, ივლისი და დეკემბერი იქნებოდა, იმიტომ რომ ზუსტად ამ პერიოდებს ემთხვევა ე.წ "დაბნელებების კორიდორი" უმნიშვნელოვანესი პერიოდები ასტროლოგიური კუთხით. მზისა და მთვარის დაბნელებებს ოდითგანვე შიშით ელოდნენ ადამიანები, მას მიაწერდნენ ათასგვარ ზებუნებრივ მოვლენებსაც, თუმცა თანამედროვე ასტროლოგიური ხედვით ეს მოვლენა უფრო კონსტრუქციულ ჭრილში შეგვიძლია დავინახოთ. დიახ, დაბნელებები ააქტიურებს უდიდეს ენერგეტიკას, დიახ ეს პერიოდები საკმაოდ ხშირად დაკავშირებულია საბედისწერო ან საკვანძო მოვლენებთან კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაში. ასევე ის რიგ შემთხვევაში ეხება ქვეყნის ბედსაც. სამწუხაროდ, ადამიანებს არ სურთ ხოლმე გამოღვიძება, მანამ სანამ რაღაც ძალიან მტკივნეული მოვლენა არ აიძულებს მათ თვალი გაახილონ და შეცვალონ რამე. 
იანვარში უკვე გვქონდა ერთი დაბნელება მზის, ნაწილობრივი - თხის რქის ზოდიაქოში. ამჯერად კი მოდის მეორე მთვარის დაბნელება ლომის ნიშანში. ანუ კონკრეტულად ამ ეტაპზე ჩვენ ე.წ "დაბნელებების კორიდორში" ვიმყოფებით. 21 იანვარს მთვარე ლომის ზოდიაქოს ნიშანში დაბნელდება. ლომი კი გული, სიკეთე, სიყვარული, სულგრძელობა, დიდსულოვნება და საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობის გააზრებაა გარშემომყოფების, თქვენი საყვარელი ადამიანების მიმართ. ამიტომ სიმბოლურად ამ ეტაპზე ორი მნიშვნელოვანი ტენდენცია იქნება გამოკვეთილი - ვიყოთ დისციპლინირებული, გავცეთ მეტი სითბო და სიყვარული და გავაცნობიეროთ საკუთარ თავზე აღებული პასუხისმგებლობები იქნება ეს პროფესიული თუ ადამიანურ/მორალური. 

დაბნელების პერიოდში მატულობს სირთულეები, იმპულსურ/ფეთქებად ადამიანებს კი ძალიან უჭირთ საკუთარი ემოციების მართვა. ამიტომ იანვრის ბოლომდე აუცილებელია ყველა ჩვენგანმა აკონტროლოს თავი. ეს თვე, მაქსიმალური სიფრთხილით უნდა გავიაროთ ჩემო კარგებო. გამოავლინეთ ლომისა და თხის რქის ზოდიაქოს დადებითი თვისებები, იყავით გულწრფელი, დიდსულოვანი და გარშემომყოფთა დასახმარებლად მობილიზებული. აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ქმედებებზე, პირნათლად შეასრულეთ პროფესიული მოვალეობა და დამიჯერეთ თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი კარგად იქნება. მშვიდობას გისურვებთ!" - წერს ასტროლოგი.

 

მსგავსი სიალხებეი