''ხაჭაპურის ტრადიციას'' კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა

  • 306
''ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
ბრძანება საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორმა, ნიკოლოზ ანთიძემ გამოსცა. 
სტატუსის მინიჭების ინიციატივა, ორ მოქალაქესა და შპს „გუნდას“ ეკუთვნის.
ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. სააგენტოში ფიქრობენ, რომ ხაჭაპურის ტრადიციისთვის, არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება, მისი დაცვის მექანიზმი იქნება. 
''საქართველო პირველად იღებს მონაწილეობას საერთაშორისო კულინარიულ გამოფენაში “Sirha 2019”, სადაც აღნიშნული ორგანიზაცია და კერძო პირები, გამოფენის ფარგლებში წარადგენენ ქართულ ხაჭაპურს. მნიშვნელოვანია ხაჭაპურის საქართველოს მიერ პოპულარიზაცია რათა გაიზარდოს მისი, როგორც ქართული პროდუქტის ცნობადობა საერთაშორისო სივრცეში'' - წერია სააგენტოს ვებგვერდზე. 
ქართული ხაჭაპური პოპულარობით სარგებლობს ტურისტებში. ვიზიტორების განსაკუთრებულ ინტერესს კი აჭარული ხაჭაპური იწვევს. 
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ გამოფენებზე, აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასებსაც ატარებდა, რომელმაც დამთავლირებლების განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა. 

 

მსგავსი სიალხებეი