ბათუმში აბონენტთა ნაწილს წყალმომარაგება 8 საათით შეუწყდება

image
  • 361
''ბათუმის წყალის“ ინფორმაციით,  29 იანვარს 23:00 საათიდან, 30 იანვრის 08:00 საათამდე, აბონენტტანაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება. მიზეზი მაგისტრალურ მილსადენზე  დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოებია. 

კომპანიის ცნობით, წყალი გაეთიშებათ: ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს - ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;

მამია კომახაძის და გ.ბრწყინვალეს ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;

პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;

ჯავახიშილის ქუჩას - აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;

სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს;

''ბათუმის წყალში'' ამბობენ, რომ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიაწოდეს.

''აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152'' - წერია გავრცელებულ განცხადებაში. 

 

მსგავსი სიალხებეი