წერეთლის ქუჩიდან დახლების გასატანად 34 სატვირთო მაქანა დაგვჭირდა - ბათუმის მერი

  • 301
ბათუმის მერი ამბობს, რომ გუშინ, წერეთლის ქუჩისა და ბათუმის პლაზას მიმდებარე ტერიტორიიდან, თვითნაკეთი დახლებისა და რკინის კონსტრუქციების გასატანად 34 სატვირთო მანქანა დასჭირდათ. 

''რა თქვა უნდა ამას უკან ვერ დავაბრუნებთ''  - უთხრა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაშა კომახიძემ.
მერის თქმით, გასათვალიწინებელია იმ მოქალაქეების ინტერესებიც, რომლებიც აღნიშნულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ და წლებია გარევაჭრობით გამოწვეული პრობლემები აწუხებთ. 

''არ შეიძლება ვიხელმძღვანელოთ იმ 70 კაცის ინტერესით, რომლებსაც სურთ ბათუმი გადააქციონ დიდ ბაზრად'' - ამბობს მერი. 
ლაშა კომახიძე მზაობას გამოთქვამს მოქალაქეთა ჯგუფს შეხვდეს და ესაუბროს.  

''დიალოგი ნიშნავს საუბარს, დიალოგი შესაძლებელია რამდენიმე კაცთან, ათ ადამიანთან. 70 კაცთან დიალოგი არ გამოვა. საუბრობს ერთი ადამიანი და იქედან თითომ, რომ თითო რეპლიკა გააკეთოს უკვე უმართავ შელაპარაკებაში და კამათში გადავა, რომელსაც აზრი არ ექნება. ამ დილით უკვე შეხვდი წარმომადგენლებს დაახლოებით 10 კაცი იყო. მზად ვარ კიდევ შევხვდე სხვებს, ვისაც აქვს სურვილი. ვფიქრობ, რომ ასე ფართო მასით შეხვედრა შედეგის მომტანი არ იქნება'' - განაცხადა მერმა.

გარემოვაჭრეეები დაახლოებით ორი საათია ბათუმის მერიის შენობასთან არიან შეკრებილები და ლაშა კომახიძესთან შეხვედრას ითხოვენ. 

წყარო: www.ajaratv.ge

 

მსგავსი სიალხებეი