სპორტული კომპლექსის მშენებლობა ბათუმში

image
  • 478
ბათუმში სპორტული კომპლექსის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს და ქალაქს გაზაფხულზე 3400 მაყურებელზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კომპლექსი შეემატება.

თანამედროვე კომპლექსში სპორტული სახეობებისთვის განკუთვნილი დარბაზები და საკონფერენციო სივრცე განთავსდება.

სპორტულ კომპლექსში მოეწყობა ტანვარჯიშის, ჭიდაობის, ქართული საბრძოლო ხელოვნების, ჭადრაკის, კრივის და სპორტული ცეკვების უნივერსალური ტრანსფორმირებადი დარბაზები. მშენებლობაზე ამ ეტაპზე 250 ადამიანია დასაქმებული.











 

მსგავსი სიალხებეი