მოტივირებულ ახალგაზრდებთან ერთად გვექნება დიდი მიღწევები - თორნიკე რიჟვაძე

image
  • 396
ახალგაზრდები დიდ როლს თამაშობენ რეგიონის განვითარებაში. პირადად გავუწევ კონტროლს და კურაციას ახალგაზრდულ საქმეებს.

მოვუწოდებ მინისტრებს და ყველა საჯარო დაწესებულებას მაქსიმალური ღიაობა გამოიჩინონ მათ მიმართ - იქნება ეს კომუნიკაცია, დასაქმება, თუ ჩაბმა იმ საერთო საქმეში, რომელსაც მთავრობა ახორციელებს.

დარწმუნებული ვარ, მოტივირებულ ახალგაზრდებთან ერთად, საერთო ძალისხმევით შევძლებთ გვქონდეს ძალიან დიდი მიღწევები.

განათლებული ახალგაზრდობა იქნება წამყვანი ძალა ინკლუზიურ ეკონომიკაში, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ და რომელიც ბოლომდე ითვალისწინებს პრემიერის ხედვას ჩვენი ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით.


განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ

 

მსგავსი სიალხებეი