მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ავტომანქანა დააზიანა

image
  • 1 035
მშენებლობიდან ჩამოვარდნილმა რკინამ ეზოში მდგომი ავტომანქანის საქარე შუშა დააზიანა. შემთხვევა ბათუმში, ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩაზე, დღეს, 25 იანვარს მოხდა.

ერთ-ერთი მოქალაქის ცნობით, ამ მშენებლობიდან ყოველდღიურად იყრება სამშენებლო ნარჩენები, რაც მოქალაქეებს საფრთხეს უქმნის.
ამ მშენებლობაზე ნარჩენების გადმოყრა არა, მაგრამ უსაფრთხოების ზომების დარღვევა დაუფიქსირებია მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოსაც. ირაკლი მანჯგალაძე ბათუმის მერიის მონიტორინგის სამსახურიდან გვიყვება, რომ დარღვევა მიმდინარე წლის 10 იანვარს დააფიქსირა და ინფორმაცია მერიის ზედამხედველობის სამსახურს გადაუგზავნა.

ბათუმის მერიის პრესცენტრის ინფორმაციით, ზედამხედველობის სამსახურმა კომპანია „ლუქსორი“ 2018 წლის ნოემბერსა და 2019 წლის იანვარში 500-500 ლარით დააჯარიმა.

 

მსგავსი სიალხებეი