სასწრაფოდ: სალომე ზურაბიშვილი დიპლომატებს შეხვდა

image
  • 336
საქართველოს პრეზიდენტის პრესამსახურის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა. 
პრეზიდენტის სასახლეში გამართული შეხვედრას ესწრებოდნენ: ესტონეთის, ლიეტუვის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთის, იტალიიის, ნიდერლანდების, პოლონეთის, ბულგარეთის ელჩები, ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი.
როგორც პრეზიდენტმა ელჩებთან შეხვედრაზე აღნიშნა, საზოგადოებრივი თანხმობის მისაღწევად და პოლარიზაციის შესამციებლად მზადაა ყველა პოლიტიკურ ძალებთან თანამშრომლობა რომლებსაც არა აქვს დესტაბილიზაციისაკენ მიმართული მოწოდებები და იდეები.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, რეგიონში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველო სტაბილურობის კერას წარმოადგენს, შესაბამისად, ადვილი მისახვედრია ვის აწყობს საქართველოში ვითარების დაძაბვა და დესტაბილიზაცია.

 

მსგავსი სიალხებეი