სასწრაფოდ: ბათუმში 18 წლის გოგომ თავი ჩამოიხრჩო - გარდაცვლილის დედა მიზეზს ასახელებს

image
  • 1 784
ბათუმში, 18 წლის თამარ მოდებაძემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. გარდაცვლილი გოგონას დედა შორენა კახნიაშვილი “პრაიმტაიმთან” ყვება, რომ მისი შვილის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა შეყვარებულთან უთანხმოებას უკავშირდებოდეს. ის პოლიციას დროულ და ობიექტურ გამოძიებას სთხოვს. დედა არ გამორიცხავს, რომ მისი შვილი ძალადობის, ან შანტაჟის მსხვერპლი იყოს. 
,,ჩემი შვილი კამათის, შიშის ან დაძალების ფონზე არის თვითმკვლელობამდე მისული, მისი ნივთების დათვალიერებისას ვნახე ფურცელი სადაც ეწერა ასეთი  რამ - “მკვლელი ნ...იაა”. ეს ნაწერი და ჩემი შვილის მობილური პოლიციას გადავეცი, დაკითხონ მისი შეყვარებული და გაარკვიონ რა მოხდა სინამდვილეში”, - აცხადებს გარდაცვლილის დედა “პრაიმტაიმთან” საუბრისას.

 

მსგავსი სიალხებეი