ფსიქოლოგიურ წნეხში ვარ... მოვითხოვ ამ ადამიანების დასჯას - გოგონა, რომელიც ონიანსა და ხარაზს ძალადობაში ადანაშაულებს

image
  • 306
პოლიციელების მიერ განხორციელებული ძალადობის ფაქტები, გახმაურებული საქმეები, რომლებიც დღემდე არ არის გამოძიებული - უფლებადამცველები ახალ დეტალებსა და სამოქმედო გეგმაზე საუბარს დღეს ცენტრ "ემპათიაში" აპირებენ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის ხელმღვანელი იმ ფაქტს, რომ მსგავს საქმეებზე გამოძიება ბოლომდე მიყვანილი არ არის, ხელისუფლების პოლიტიკური ნების არარსებობას და კვალიფიციური კადრების დეფიციტს უკავშირებს. "ემპათიაში" დღეს მისვლას აპირებს ახალგაზრდა ქალბატონიც, რომელიც ერთ-ერთ სამართალდამცველს თორნიკე ონიანისა და მის თანამზრახველ, რეზო ხარაზსძალადობასა და მუქარაში ადანაშაულებს. დაზარალებული საქმის დეტალებზე სასაუბროდ მის ადვოკატსაც შეხვდება.
"მიუხედავად იმისა რამოდენიმე თვეა გასული, მაინც ფსიქოლოგიურ წნეხში ვარ. მოვითხოვ ამ ადამიანების დასჯას, რომლებიც ჩემს მიმართ ახორციელებდნენ ფსიქოლოგიურ და მორალურ სტრესს და რა თქმა უნდა ისინი შესაბამისად იქნებიან დასჯილები,"-აცხადებს ქალბატონი, რომელიც ონიანს და ხარაზს ადანაშაულებს.

 

მსგავსი სიალხებეი