ბათუმის ბულვარის პლაჟის ნაწილი და ზღვა შშმ პირებისთვის ხელმისაწვდომი ხდება

image
  • 234
ბათუმის ბულვარში პლაჟზე ხის გადასასვლელები მონტაჟდება. ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ხის სპეციალური ბილიკები არდაგანის ტბამდე, პლაჟის ყველა სექტორში გაკეთდება. 

ზღვამდე ჩასასვლელი ხის კონსტრუქციები, კომფორტულად გადაადგილებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და იმ მოქალაქეებს სჭირდებათ, რომლებსაც ზღვაზე პატარები საბავშო ეტლით გადაჰყავთ.

ზღვისპირა პარკში, ხის საფეხმავლო ბილიკის მოსაწყობად ‘’ბათუმის ბულვარმა’’ წელს 128 933 ლარი დახარჯა, გასულ წელს კი 41 ათას 902 ლარი. პლაჟზე სულ 11 ახალი ბილიკი მონტაჟდება, რომელიც ზღვასთან მაქსიმალურად იქნება მიახლოებული. 
სიმრავლესთან ერთად შეიცვალა ბილიკების ფერებიც. წითელი, ყვითელი, ლურჯი და თეთრი - ბულვარის ადმინისტრაციამ, წელს ამ ფერებზე გააკეთა არჩევანი. 

ზღვისპირა პარკის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ მათი მიზანი ბულვარის პლაჟის სრული ადაპტაციაა. ეს წელს ბოლომე ვერ მოხერხდა, ახალი ბულვარის პლაჟი, სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.  

ადაპტირებული ბილიკების გარდა, წელს ადმინისტრაცია შშმ პირებისთვის სპეციალურ ტივტივა სავარძლებსაც ყიდულობს, რომლითაც შშმ პირები ზღვაში ბანაობას შეძლებენ და ის ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება. 

ტივტივა სავარძლებს, ანბანის კოშკის მიმდებარედ, სანაპირო ზოლში, უკვე 15 ივნისიდან განათავსებენ.  

სანაპიროზე ადაპტირებული გადასასვლელების აუცილებლობაზე,  წლებია მესამე სექტორი აქტიურად საუბრობს, განსაკუთრებით კი შშმ პირებზე მომუშავე ორგანიზაციები. 



 

მსგავსი სიალხებეი