თორნიკე რიჟვაძე - ,,ფარჩაკი და შარლატანების ლიდერი სააკაშვილი"

  • 419
“დღეს მაინც ვერ ვმალავ განაწყენებას… რამდენიმე საათის წინ სამარცხვინო პოლიტიკური ძალის სამარცხვინო ლიდერი გამოვიდა, სააკაშვილი და განაცხადა, რომ თითქოს რა კავშირშია ერთმანეთთან ხულო და სამხატვრო გალერეა და თქვენ ხედავთ რამდენი ნახატი არის გამოფენილი.

ჩვენ გვყავს ძალიან სახელოვანი ფერმწერის ბატონი ართმელაძის შვილი აქ თან და ეს არის სამარცხვინო, ეს არის მართლა ფარჩაკი, რომელმაც ჯერ იყო და ქიქავამ აჭარლებს მოგვაყენა ყველას შეურაცყოფა და ეხლა გამოვიდა ეს მართლა შარლატანების ბელადი და აცხადებს, რომ ხულოში კულტურას და ზოგადად სამხატვრო გალერეას არაფერი ესაქმება. თუმცა ჩვენ მალე დარწმუნებული ვარ, რომ გავცემთ ადეკვატურ პასუხს 19 რიცხვში და ზოგადად.

მან ერთხელ აქ კაიმაღი და სირცხვილი ერთად ჭამა და ამიტომ დარწმუნებული ვარ რომ მას კაცურ პასუხს გავცემთ ისე როგორც ხულოს და ხულოელებს ეკადრებათ,-განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე მაღალმთიანი აჭარის განვითარებასთან დაკავშირებით ტურიზმის დეპარტამენტის პრეზენტაციას ესწრება.

წყარო: ipress.ge

 

მსგავსი სიალხებეი