ნუკი კოშკელიშვილი - წონაზე ვლაპარაკობ თუ ამოგივიდათ ყელში არ წაიკითხოთ..

image
  • 1 373
ეს ფოტო არის გადაღებული როდესაც ვიყავი ორი თვის ორსული. მე ყველაზე დიდი წონა მოვიმატე ორსულობის ბოლო თვეებში. და როგორც მიჭირს ბოლო 6-7 კილოს დაკლება ქე იცით.. ორი რამ არის ცხოვრებაში რაც ძალიან მაკომპლექსებს, გაგეცინებათ და ცხვირი არცერთი არის. პირველი არის წონა და მეორე ის რომ დრო გადის და ასაკი მემატება. ერთ თვეში ვხდები 29 წლის და გადავწყვიტე დავიბრუნო სასურველი წონა და იქნებ შევხვდე დაბადების დღეს კიდევ უფრო ფორმაში ვიდრე ოდესმე. აქ რატომ ვწერ? არვიცი, ალბათ მოტივაციისთვის, მინდა თქვენი მხარდაჭერა. აქამდე მქონდა სამი ცდა და არც ერთმა გაამართლა, ბავშვს კვლავ ვაჭმევ მაგრამ უკვე საგრძნობლად ნაკლებად არის დამოკიდებული და იქნებ გამომივიდეს. თან ზაფხული მოდის და საეიროაა ცოტა თავი ხელში ავიყვანო. ჩემი ახალი დიეტა! 

დილას 
200 გრ ყველი, კიტრი

დღე
ორი მოხარშული კალმახი, კიტრი, პომიდორი, სალათის ფურცელი

საღამო
ხაჭო უცხიმო, ერთი ჭიქა კეფირი. კიტრი

ყველაფერი უმარილო, უშაქრო. ბევრი სითხე და არა ალკოჰოლს! 
წარმატებები!!!


 

მსგავსი სიალხებეი