ოჯახში სამი და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ

image
  • 327
ოჯახში სამი და მეტი მანქანიოჯახში სამი და მეტი მანქანის ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამია, რომელიც თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს. 

როგორც ანგარიშშია ნათვქამი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი ინიციატივა განხორციელდა და კიდევ არაერთი იგეგმება, თუმცა აუცილებელია მეტი სითამამე და ინოვაციური, თუ ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება. 

კვლევის ავტორების შეფასებით, არსებობს ახალი ინიციატივები, რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი, მოსაკრებლის დაწესებაა. კერძოდ, ერთ ოჯახში სამი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა შესაძლოა, დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს. გარდა ამისა, ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა და მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. 

"თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს", - ნათქვამია დოკუმენტში. 

როგორც BM.GE-ს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივები მოკვლევის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებისგან ჩამოყალიბდა.

ცნობისთვის: თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა, რომელიც 14 დეპუტატისგან შედგება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციური ფრაქციებიდან. ჯგუფის წევრები არიან: კახა კუჭავა, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ხატიძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, დავით სონღულაშვილი, გუგული მაღრაძე, ემზარ კვიციანი, მამუკა მდინარაძე, ლევანი კობერიძე, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე და ელენე ხოშტარია.ს ფლობისთვის შესაძლოა, მოსაკრებელი დააწესონ - ამის შესახებ პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ, თემატური მოკვლევის შედეგებშია ნათქვამია, რომელიც თბილისში ჰაერის მდგომარეობას ასახავს. 

როგორც ანგარიშშია ნათვქამი, ეკოლოგიურად უფრო სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი ინიციატივა განხორციელდა და კიდევ არაერთი იგეგმება, თუმცა აუცილებელია მეტი სითამამე და ინოვაციური, თუ ექსპერიმენტული ღონისძიების განხორციელება. 

კვლევის ავტორების შეფასებით, არსებობს ახალი ინიციატივები, რომლებიც მეტ მსჯელობასა და ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის ერთ-ერთი ასეთი, მოსაკრებლის დაწესებაა. კერძოდ, ერთ ოჯახში სამი და მეტი ავტოსატრანსპორტო საშუალების ფლობა შესაძლოა, დამატებითი მოსაკრებლით განისაზღვროს. გარდა ამისა, ავტორები მიიჩნევენ, რომ უნდა დაიწყოს მსჯელობა და მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. 

"თბილისის მასშტაბით, მოსაკრებელი დაწესდეს ძრავის მოცულობის მიხედვით. შესაბამისად, შეღავათიანი პირობებით ისარგებლებს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომელიც უფრო ნაკლები მოცულობის ძრავის ავტომანქანას მართავს. რაც უფრო დიდი მოცულობის ძრავი აქვს ტრანსპორტს, მით მეტია გამონაბოლქვი და ჰაერის დაბინძურება. უნდა არსებობდეს წახალისება მათთვის, ვინც ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტს მართავს", - ნათქვამია დოკუმენტში. 

როგორც BM.GE-ს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ განუცხადა, აღნიშნული ინიციატივები მოკვლევის ფარგლებში, საზოგადოების წარმომადგენლების მოსაზრებებისგან ჩამოყალიბდა. 

ცნობისთვის: თბილისის ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ თემატური მოკვლევა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სამუშაო ჯგუფმა ჩაატარა, რომელიც 14 დეპუტატისგან შედგება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე ოპოზიციური ფრაქციებიდან. ჯგუფის წევრები არიან: კახა კუჭავა, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი გაჩეჩილაძე, გიორგი ხატიძე, ნინო წილოსანი, ნინო გოგუაძე, დავით სონღულაშვილი, გუგული მაღრაძე, ემზარ კვიციანი, მამუკა მდინარაძე, ლევანი კობერიძე, გოგი მეშველიანი, სულხან მახათაძე და ელენე ხოშტარია.

 

მსგავსი სიალხებეი