რა იპოვეს არქეოლოგებმა ქრისტეს საფლავში?

image
  • 4 532
მსოფლიოს არქეოლოგები და თეოლოგები უკვე მრავალი წელია კამათობენ იესო ქრისტეს საფლავის რეალურ მდებარეობაზე. ზოგ მათგანს ეჭვი ეპარებოდა, რომ მაცხოვარი მართლაც იერუსალიმის აღდგომის ტაძარში არსებულ სპეციალურ კუბუკლიაში იყო დაკრძალული. 

საქმე ისაა, რომ 1500-იან წლებში საფლავი ზემოდან მარმარილოს დიდი ზომის ფილით დაბეჭდეს, რათა ასობით ათას მორწმუნეს ნაწილ-ნაწილ ჩამომტვრევით მთლად არ გაენადგურებინა სიწმინდე. მას შემდეგ ეს ქვა საფლავს აღარ მოშორებია და ამიტომ მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ, რა ხდებოდა რეალურად მის სიღრმეში.

ბოლოს და ბოლოს, ეს დღეც დადგა: არქეოლოგებმა, პირველად 500 წლის შემდეგ, ქრისტეს საფლავი გახსნეს. პირველი, რაც ნახეს — ეს კირქვის თაროა, რომელზეც იესოს ცხედარი იყო დასვენებული. იქვე ნახეს ნაცრისფერი მარმარილოს მეორე ფილაც, რომელზეც ჯვარი იყო ამოკვეთილი და რომლის არსებობაზე მეცნიერებს წარმოდგენა არ ჰქონდათ.

არქეოლოგ ფრედრიკ ჰიბერტის თქმით, ეს ჯვრიანი ფილა, რომელიც, მკვლევართა აზრით, მე-12 საუკუნის ჯვაროსნების ნახელავია, სენსაციური აღმოჩენაა მისთვისაც და მისი კოლეგებისთვისაც:

"ნაცრისფერი ფილაა, რომელსაც ზუსტად შუაში ჯვარი აქვს ამოკვეთილი. წარმოდგენაც არ გვქონდა, რომ რაიმე მსგავსს ვნახავდით. ეს ტაძარი საუკუნეების განმავლობაში ბევრჯერ დაინგრა — ხან ხანძრების, ხან მიწისძვრების, ხან კი შემოსევების გამო. ამიტომაც თავიდანვე ეჭვი გვეპარებოდა იმის ნამდვილობაში, რასაც მარმარილოს ზედა ფილის ქვეშ ვნახავდით. მაგრამ ის, რაც აღმოვაჩინეთ, ეჭვმიუტანელი დასტურია იმისა, რომ ეს ადგილი, რომელსაც მთელი მსოფლიოს მილიონობით მომლოცველი სტუმრობს, ნამდვილად უფლის საფლავია; სწორედ ის საფლავია, რომელიც რომის იმპერატორმა კონსტანტინემ მე-4 საუკუნეში აღმოაჩინა და რომელსაც თაყვანს სცემდნენ ჯვაროსნები.


როცა გავიაზრეთ, რაც ვიპოვეთ, მუხლები მოგვეკვეთა. გარეთ ყურებამდე გაღიმებულები გამოვედით და მონაზვნებმაც, თვალი მოგვკრეს თუ არა, საპასუხო ღიმილი შეგვაგებეს. ჩვენგან განსხვავებით მათ ზუსტად იცოდნენ, რა ადგილსაც ეთაყვანებოდნენ. აი, რაშია ჭეშმარიტი რწმენის განსაკუთრებულობა.
რა იყო თავად უფლის საფლავში?

რომ ჩავიხედეთ, მხოლოდ ღორღის გროვა დავინახეთ — არც ძვლები ჩანდა და არც რაიმე სხვა არტეფაქტი. ამის გამო რაღაც იმედგაცრუება დაგვეუფლა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ იქ არც უნდა ყოფილიყო არაფერი: იესო ხომ  მკვდრეთით აღდგა და ზეცად ამაღლდა! მერე დიდხანს დავცინოდით საკუთარ გულუბრყვილობას, რომ უფლის საფლავში მისი ძვლების ნახვის იმედი გვქონდა“.

 

მსგავსი სიალხებეი