რატომ უჩივიან პაციენტები სამედიცინო მომსახურებას – დისკუსია

image
  • 210
სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელები, ექიმები, პაციენტთა საინიციატივო ჯგუფის, უფლებადამცველი ორგანიზაციების, საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების და მედიის წარმომადგენლები დღეს ბათუმში იმაზე იმსჯელებენ, თუ როგორია სამედიცინო დაწესებულებების მართვის სისტემა და ხარისხი ბათუმში. დისკუსიის ორგანიზატორია კომპანია GGM.

ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ სამედიცინო დაწესებულებების მატებასთან ერთად ამ სფეროში იმატებს პრობლემებიც.

ორგანიზატორს დღევანდელი დისკუსიისთვის გამოყოფილი აქვს პრობლემების შემდეგი ჩამონათვალი:
  • პაციენტები უჩივიან სამედიცინო მომსახურების ხარისხს;
  • ერთსა და იმავე პაციენტს, ერთ კონკრეტულ პერიოდში, განსხვავებულ კვლევებს სთავაზობენ და სხვადასხვა დიაგნოზს უსვამენ;
  • სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლები ხშირად სხვა, კონკურენტი დაწესებულების ხარისხს და ექიმების პროფესიონალიზმს ეჭვქვეშ აყენებენ;
  • ერთგვარ პრაქტიკაა სამკურნალოდ თურქეთის რესპუბლიკაში წასვლა;
  • საშუალო და რთული მდგომარეობის დროს პაციენტების უდიდესი ნაწილი დიაგნოზს “ამოწმებს” სხვა ქალაქებისა და ქვეყნების კლინიკებში.
დისკუსია დღეს სასტუმრო რედისონში 16:00 საათზე დაიწყება. დისკუსიაში მონაწილე პირები წინასწარ არის განსაზღვრული.

 

მსგავსი სიალხებეი