შვილის, რძლისა და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული ამბობს, რომ ისინი სხვამ მოკლა

image
  • 898
შვილის, რძლის და მეზობლების მკვლელობაში ბრალდებული 85 წლის ომარ გამყრელიძის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო მსჯელობს.
ბრალდებულმა სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ აუცილებელია მტკიცებულებების წარდგენა მოხდეს. ის ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ 4 ადამიანი სხვა პირმა მოკლა.

გამყრელიძემ მოსამართლის აცილება და საქმის თბილისში განხილვა მოითხოვა, თუმცა სასამართლომ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

3 მაისს 85 წლის კაცმა სოფელ ყანდაურაში შვილი, რძალი და ორი მეზობელი მოკლა, 71 წლის ცოლი კი დაჭრა. საქმეზე გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

მსგავსი სიალხებეი