შიშველი სადენები კორპუსის სადარბაზოში – საფრთხე ბავშვებისთვის

image
  • 297
ბათუმში, ტაბიძის ქუჩის #7-ში, საერთო საცხოვრებლად წოდებული კორპუსის მცხოვრებლები „ბათუმელებს“ დაუკავშირდენენ და სთხოვეს, რომ მათი ხმა მიგვეწვდინა კომპანია „ენერგო პრო ჯორჯიასთვის“. აქ აცხადებენ, რომ მათ კორპუსში ელექტროსადენები მოუწესრიგებელი და სიცოცხლისთვის საშიშია.

მოქალაქეების თქმით, ელექტროსადენები სადარბაზოში ქაოსურად არის გაყვანილი და განსაკუთრებით სახიფათოა ბავშვებისთვის. ზედაპირული დათვალიერებით ჩანს, რომ ამ სადენების სრული უმრავესობა ელექრომრიცხველებთან არის დაკავშრებუი.

„ბათუმელებმა“ დაუკავშირდა „ენერგო პრო ჯორჯიას“ ტაბიძის #7-ში მცხოვრები მოქალაქეების პრეტენზიების გასარკევად. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა საკითხზე განმარტება მხოლოდ მას შემდეგ გააკეთა, რაც ფოტომასალები მივაწოდეთ.

კომპანიის წარმომადგენლის თქმით, „ენერგო პრო ჯორჯია“ მაქსიმალურად ცდილობს მოაგვაროს მსგავსი პრობლემები და სწორედ ამ მიზნით სისტემატურად ამოწმებს კორპუსებს პრობლემების აღმოსაფხვრელად.

უწყების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ბექა რომანაძე აქვე დასძენს: „ამ შემთხვევაში [ტაბიძის #7-ში], რასაც ჩვენ დავაკვირდით, ჩვენი სადენები მოწესრიგებულია და არანაირ პრობლემას არ ქმნის. ხოლო სხვა კომპანიების სადენებთან დაკავშირებით – ეს იქნება ტელევიზია, ინტერნეტი თუ სხვა, პასუხს ჩვენ ვერ გაგცემთ. აქ ჩანს, რომ 80% სხვა კომპანიების სადენებია, რაზეც პასუხს ჩვენ არ ვაგებთ“.

ავტორი: ნესტან ზოიძე

 

მსგავსი სიალხებეი