ბახტაძე, წულუკიანი, იზორია - დიდი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინი - პრემიერი გახარია? - "მივიღებთ იმ გადაწყვეტილებას რაც უნდა მივიღოთ"

image
  • 1 041
მორიგ სამთავრობო ცვლილებებზე ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო "პირველი რადიო" ავრცელებს. "პირველი რადიოს ინფორმაციით, შესაძლოა უახლოეს მომავალში სამთავრობო ცვლილებები განხორციელდეს და პრემიერ მინისტრის თანამდებობა მამუკა ბახტაძემ 
დატოვოს.
არსებული ინფორმაციით, ცვლილებები შესაძლოა მაისის ბოლომდე მოხდეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, პრემიერ მინისტრის პოსტს შს მინისტრი გიორგი გახარია დაიკავებს.
თანამდებობას დატოვებს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორიაც და მისი ადგილი შესაძლოა იმერეთის ყოფილმა გუბერნატორმა შავლეგ ტაბატაძემ დაიკავოს, რომლიც თანამდებობიდან დღეს გადადგა.
საპარლამენტო კულუარებში საუბრობენ იმაზე, რომ თანამდებობა შესაძლოა დატოვოს განათლების მინისტრმა ბატიაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისი ადგილი შესაძლოა დაიკავოს ალეკო ტაბატაძემ, რომელიც წულუკიანის მოადგილედ რადენიმე დღის წინ დაინიშნა.
არსებული ინფორმაცით თანამდებობას დატოვებს საგარეო საქმეთა მინისტრიც.
თანამდებობებს შეინარჩუნებენ ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და ჯანდაცვის მინისტრები.
არ არის გამორიცუხლი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინიტრის პოსტზე ქეთი ციხელაშვილი სოზარ სუბარმა შეცვალოს. 
საპარლამენტო უმრავლესობაში რადიკალურ სამთავრობო ცვლილებებს გამორიცხავენ, თუმცა დეპუტატთა ნაწილი ზოგად კომენტარებში აცხადებს, რომ ცვლილებები ყოველთვის არის მოსალოდნელი.
მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე დღეს მედიასთან კომენტარი გააკეთა პრემიერ მინისტრმა. მამუკა ბახტაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ცვლილებები არ იგეგმება, თუმცა მისივე თქმით, იმ პროგრამის შესრულების ტემპს, რომელიც 2019-2020 წლებში აქვს დაგეგმილი ხელისუფლებას, თუ რომელიმე უწყება ვერ დაეწევა, "მივიღებთ იმ გადაწვეტილებას რაც უნდა მივიღოთ"_ ნათქვამია პირველი რადიოს სტატიაში.

 

მსგავსი სიალხებეი