ბათუმის მერია 300 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობისთვის ინვესტორს ეძებს

image
  • 283

🔊 ბათუმის მერია აცხადებს პირობებიან აუქციონს ჟიული შარტავას გამზ. N18-ში მდებარე 2313,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ასევე, მანქანათმშენებელი ქარხნის ყოფილ ტერიტორიაზე (ჟიული შარტავას გამზირი) მდებარე 4337,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთისა და 2009,0 კვ.მ. მიწის ნაკვეთის ერთ ლოტად პრივატიზების მიზნით.


🔹️ საკუთრებაში გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე უნდა განხორციელდეს თანამედროვე არქიტექტურული იერსახის მქონე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობ(ებ)ის მშენებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 ნომრიან სასტუმროს, საკონფერენციო დარბაზს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს, აპარტამენტებს, მრავალფუნქციურ გასართობ ცენტრს, საბილიარდე კლუბს, სავაჭრო ცენტრს, კინოთეატრს, არანაკლებ 100 ავტომობილზე გათვლილ მიწისქვეშა ავტოსადგომს.


🔹️ აუქციონის დაწყება/დასრულება: 02/05/2019 16:00 - 16/05/2019 12:00


🔹️ აუქციონის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გადადით ბმულზე: https://www.eauction.ge/Home/EntityView/599268…

 

მსგავსი სიალხებეი