შპს „ნიკორა“-დან 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი ამოიღეს - ფაქტს მაღაზიათა ქსელ "ნოკორასთან" კავშირი არ აქვს

image
  • 868
სურსათის ეროვნული სააგენტო აგრძელებს ხორცის სარეალიზაციო ობიექტების შემოწმებას. თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს. ამის შესახებ სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. 

„ორ ბიზნესოპერატორთან - შპს „დადუ“-სა და „შპს „ინა“-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორა“-დან (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან“) ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მირო“-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.

აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება. 

აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში - შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში“ დარღვევები არ დაფიქსირებულა“, - ნათქვამია განცხადებაში.  

 

მსგავსი სიალხებეი