ბათუმი ''World Travel Awards''-ის ნომინაციაზეა წარდგენილი

image
  • 269
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბათუმი „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზეა წარდგენილი, როგორც მზარდი ტურისტული მიმართულების მქონე ქალაქი. 

"მსოფლიო ტურიზმის ოსკარად წოდებულ „World Travel Awards“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე ბათუმი ევროპის წამყვანი, მზარდი ტურისტული მიმართულების მქონე ქალაქის ნომინაციაზეაწარდგენილი.

ტურიზმის ინდუსტრიის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებაზე ბათუმის კონკურენტებს შორისაა სოფია (ბულგარეთი), მატერა (იტალია), ბაქო (აზერბაიჯანი), ლუბლიანა (სლოვაკეთი) და კუტნა ჰორა (ჩეხეთი)" - აცხადებენ ტურიზმის დეპარტამენტში.

მზარდი ტურისტული მიმართულების მქონე ქალაქის გამოსავლენად ხმის მიცემაც მიმდინარეობს.  „World Travel Awards“ ოფიციალურ საიტზე, ბათუმისთვის ხმის მიცემა ნებისმიერ მსურველს 28 აპრილამდე შეუძლია.

ამისთვის ბმულზე გადასვლა და რეგისტრაციის გავლა დაგჭირდებათ:  https://www.worldtravelawards.com/vote 

 

მსგავსი სიალხებეი