ბათუმის სტადიონის გადახურვა მიმდინარეობს

image
  • 359
აქტიურად მიმდინარეობს სტადიონის მშენებლობა ბათუმში. დღეს სამშენებლო პროცესი მოვინახულე. დასკვნით ეტაპზეა სახურავის ლითონის კონსტრუქციების მონტაჟი და გადახურვა არქიტექტურული მემბრანით.

გარდა ამისა, ხორციელდება ტრიბუნების მოწყობა და შიდა საინჟინრო სამუშაოები.

მნიშვენელოვანია, რომ მშენებლობაზე 400 ადამიანია დასაქმებული და ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება.

მჯერა, რომ UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით აშენებული სტადიონი გახდება როგორც რეგიონის, ასევე ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი სავიზიტო ბარათი.


 

მსგავსი სიალხებეი