კადრები ბინიდან, სადაც 7 ადამიანი დაიღუპა

  • 792
რამდენიმე წუთის წინ ქრონიკამ იმ ბინის კადრები მოიპოვა, სადაც დღეს CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილი 7 ადამიანის ცხედარი იპოვეს. ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებულნი და ერთ ბინას ქირაობდნენ. ტრაგედიის მიზეზი, არასწორად დამონტაჟებული გამათბობელია. 


ცხედრები ამჟამად პროზექტურაშია. მათი იდენტიფიკაცია უკვე მოხდა. გარდაცვლილები არიან: ძმები - 32 წლის  ვახტანგ ყაზაშვილი და 39 წლის ჯონდო ყაზაშვილი, მამა-შვილი - 29 წლის ანზორ სუთიძე და 54 წლის ბათუ სუთიძე, ასევე 28 წლის ნიკა კაპანაძე, 24 წლის ნუკრი ჩუბინიძე და 20 წლის ლაშა კობახიძე. ისინი თბილისში რეგიონებიდან სამუშაოდ იყვნენ ჩამოსულები და ნაქირავებ ბინაში ერთად ცხოვრობდნენ. 


მომხდარზე გამოძიება შსს-მ 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო, ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე.

 

მსგავსი სიალხებეი