ნახევარი მილიონი ლარი აჭარაში ფერმერებისთვის 600 ცალი შესაწამლი აპარატის შესაძენად

image
  • 41
აჭარაში ფერმერებისთვის, აგროპროექტების მართვის ცენტრი, წელს 600 ცალ შესაწამლ აპარატს შეისყიდის. ბაღის მობილური შემასხურებელი [შესაწამლი] აპარატების შესაძენად კი 510 ათასი ლარია გამოყოფილი. ცენტრის მიერ შესაბამისი ტენდერი უკვე გამოცხადებულია.


აპარატების სამინისტროსთვის მიწოდება უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად:
I ეტაპზე – 250 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 კალენდარულ დღეში;
II ეტაპზე – 350 ერთეული – ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 40 კალენდარულ დღეში;
აპარატის ტექნიკური სპეციფიკაცია მოცემულია ელექტრონულ ტენდერში, სადაც წინადადებების მიღება 2019 წლის 8 თებერვალს დაიწყება და 11 თებერვალს დასრულდება.


აპარატები აჭარაში ფერმერებს გასულ, 2018 წელს, თანადაფინანსებით დაურიგდათ. შესაწამლი აპარატის ღირებულების 80% დაფინანსდა აჭარის ბიუჯეტიდან, ხოლო 20% გადაიხადა ფერმერმა.


შესაწამლი აპარატები ფერმერებს წელსაც თანადაფინანსებით დაურიგდებათ. ერთი მობილური აპარატის ზუსტი ღირებულება კი ტენდერის დასრულების შემდეგ დადგინდება.

წყარო: http://batumelebi.netgazeti.ge

 

მსგავსი სიალხებეი