ნინოწმინდაში ნინოობა აღინიშნა

image
  • 250
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, ქართველთა განმანათლებლის წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ამ დღესთან დაკავშირებით, ნინოწმინდაში სხალთის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა სადღესასწაულო წირვა-ლოცვა წმიდა ნინოს სახელობის ბავშვთა პანსიონატის წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოში აღავლინა.

დღესასწაულს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მრევლი ესწრებოდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ნინოწმინდაში იმყოფებოდნენ ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ბერიძე და მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში ანზორ ბოლქვაძე. პანსიონატს სტუმრობდნენ შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობის გიმნაზიის პედაგოგები და მოსწავლეები.

წირვა-ლოცვის დასრულების შემდეგ, პანსიონატის აღსაზრდელებმა პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ღონისძიება გამართეს. ღონისძიების კულტურულ ნაწილში აქტიურად იყვნენ ჩართული ხულოს მუნიციპალიტეტიდან ჩასული ქორეოგრაფიული და ვოკალური ანსამბლები „არგინეთი“ და „ხულო“.
ემოციებით, სახარულითა და სითბოთი სავსე დღე საზეიმო ტრაპეზით დასრულდა.

 

მსგავსი სიალხებეი