ქობულეთში ბოლო ათ დღეში პოლიცია ქურდობის სამ ფაქტს იძიებს

image
  • 335
ბოლო ათი დღის შუალედში, ქობულეთის სამ სოფელში სამი ობიექტი გაქურდეს. 21 იანვარს, დაუდგენელმა პირებმა, სოფელ დაგვაში სასურსათო მაღაზიიდან  3 500 ლარის სიგარეტი და ალკოჰოლური სასმელები წაიღეს. 

სასურსათო მაღაზია  გაქურდეს სოფელ ლეღვაშიც. 

ორი დღის წინ კი, სოფელ აჭყვისთავში მუნიციპალური ავტობუსიდან ორი აკუმულატორი მოიპარეს, რის გამოც, გუშინ სოფელს მუნიციპალური ტრანსპორტი არ ემსახურებოდა.

მძღოლი ყვება, რომ ავტობუსიდან დამნაშავეებს  მაგნიტოფონის წაღებაც სურდათ, თუმცა მოხსნა ვერ მოახერხეს და ნახევრად ამოგლეჯილი დატოვეს. 

ქობულეთის ტრასრეგულირების სამსახურში აცხადებენ, რომ ქურდობის ფაქტის შესახებ ინფორმაცია მუხაისტატეს პოლიციას უკვე შეატყობინეს და გამოძიებაც დაწყებულია. გაქურდულ მუნიციპალურ ავტობუსს კი, უწყების ინფორმაციით, ბაზაში არსებულ სათადარიგო აკუმულატორებს მიაწვდიან და სოფელში ხვალიდან ჩვეულებრივ აღდგება სამარშრუტო ხაზი. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სამივე ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. როგორც უწყებაში ამბობენ არც ერთ ფაქტზე დამნაშავე დაკავებული არ არის.  
 
ავტორი - ლოლა ტომასიანი

 

მსგავსი სიალხებეი