პედოფილია სკოლაში - მე-9 კლასელმა გოგონამ მასწავლებლისგან ინტიმური ხასიათის შეტყობინებები მიიღო

  • 514
14 წლის მოზარდი შესაძლოა პედაგოგის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლია - მე-9 კლასის მოსწავლემ ინტიმური ხასიათის ტექსტური შეტყობინება მასწავლებლისგან სოციალური ქსელით მიიღო. 14 წლის გოგონამ მომხდარის შესახებ თანაკლასელებს მოუყვა. ინფორმაცია სკოლაში მეორე დღესვე გავრცელდა. მომხდარის შესახებ შეიტყო გოგონას ოჯახმაც. დედა ჰყვება, რომ გზავნილი არ უნახავს, რადგან მოზარდს ის ტელეფონიდან სავარაუდოდ, თავად პედაგოგმა წააშლევინა.

სკანდალის შემდეგ პედაგოგმა სკოლა პირადი განცხადების საფუძველზე დღეს დატოვა. დირექტორი ადასტურებს, რომ მასწავლებლის განაცხადი მიიღო, თუმცა არ იცის რა გახდა სტაჟიანი პედაგოგის სკოლიდან წასვლის მიზეზი.
მოსწავლისათვის სავარაუდოდ ინტიმური შინაარსის მესიჯების გაგზავნის შესახებ დირექტორმაც იცის, თუმცა ამბობს, რომ დეტალების გარკვევა არ უცდია, რადგან ამბავი სასწავლო პროცესს არ ეხება.

მომხდარზე საუბრობენ სკოლის პედაგოგები. არასრულწლოვანისათვის ინტიმური მესიჯის გაგზავნის შესახებ გაიგეს თუმცა დაჯერება უჭირთ.
„კურიერი“ პედაგოგს ტელეფონით დაუკავშირდა. სატელევიზიო ინტერვიუზე მასწავლებელმა უარი თქვა. მომხდარს კი სიცრუე უწოდა. კითხვა კი, რატომ წავიდა ის სკოლიდან, უპასუხოდ დატოვა.

გოგონას ოჯახს სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს. რეაგირება მომხდარზე არ მოუთხოვია არც სკოლას.  


ავტორი: თეა ვაშალომიძე 

 

მსგავსი სიალხებეი