თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართულ სამხედროებს ხელფასი გაეზრდებათ

image
  • 210
თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული სამხედროები წოდების მიხედვით, 100-დან 500 ლარამდე გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

"ეს პოლიტიკა 2016 წლიდან დავიწყეთ, თუმცა ინტენსიური ხასიათი 2018 წელს მიიღო და უფრო გაფართოვდება სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა, ვინც გაუმჯობესებულ ხელფასებს მიიღებს 2019-2020 წლებში. მხოლოდ წელს მათი რაოდენობა ჯამში 7000-ზე მეტი იქნება. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში ჩართული ყველა დანაყოფის სამხედრო მოსამსახურე მიიღებს განახლებულ სახელფასო უზრუნველყოფას, რომელიც 100 ლარიდან 500 ლარის ფარგლებში მერყეობს, წოდებებიდან გამომდინარე. თუმცა ამ დანაყოფებთან ერთად, სხვა დანაყოფებიც მიიღებენ ახალ სახელფასო უზრუნველყოფას“, - განაცხადა იზორიამ.

ლევან იზორიას განცხადებით საჰაერო თავდაცვის განვითარების ფარგლებში, წელს საქართველო ფრანგულ მხარესთან ითანამშრომლებს, ხოლო თავდაცვის ძალების დაკომპლექტების პოლიტიკა მარტივდება.

წყარო: www.imedinews.ge

 

მსგავსი სიალხებეი