ავლაბარში ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა

image
  • 168
ავლაბარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 10 ოჯახი დაზარალდა. ცეცხლი მთავარანგელოზის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში გაჩნდა.
 
ადამიანი, რომელიც ბინას ქირაობდა, ამბობს, რომ გაზის წყლის გამაცხელებელი აფეთქდა და ცეცხლი გავრცელდა. ხის სახლს ხანძარი სწრაფად მოედო და შემდეგ მეზობელ ბინებზეც გადავიდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

 

მსგავსი სიალხებეი