"ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა, ბრძოლა გრძელდება" - ზაზა სარალიძე

image
  • 217
დათუნა სარალიძის  განზრახ, ჯგუფურად მკვლელობაში, სააპელაციო სასამართლომ დამნაშავედ არასრულწლოვანი გ.ჯ სცნო. ამ ეტაპზე, პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, ვინ არიან იმ ჯგუფის სხვა წევრები, რომლებმაც დათუნა სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.   
ზაზა სარალიძემ სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ ამ გადაწყვეტილებამ გაუჩინა სამართლიანობის აღდგენის განცდა, თუმცა ეს არის დასაწყისი და ბრძოლა გრძელდება. 
"რა თქმა უნდა ველოდი ამ გადაწყვეტილებას, წელიწადნახევარის განმავლობაში იცით ჩემი ბრძოლის შესახებ, მოქალაქეებმაც იციან. ამ ხნის განმავლობაში პირველად გამიჩნდა განცდა, რომ სამართლიანობა შეიძლება აღდგეს. ბრძოლა გრძელდება, ეს არის ნაწილობრივ სამართლის აღდგენა, თუმცა ჩვენ არ გავჩერდებით და ამ საქმეს მივიყვანთ ბოლომდე, ყველა აგებს პასუხს, არავის არაფერს შევარჩენთ," - თქვა ზაზა სარალიძემ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. 
ზაზა სარალიძემ მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკაონ მისი და მისი ოჯახის პოლიტიკური სპეკულაციებისგან.  "არავი არ იცის ჩემზე უკეთ, ჩემი შვილი როგორ უნდა დავიცვა" -  მოკლული არასრულწლოვანის,  დავით სარალიძის მამამ. 
2017 წლის დეკემბერში, თბილისში, ხორავას ქუჩაზე, ორი სკოლის მოსწავლე მოკლეს. გამოძიების დასრულების შემდეგ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, დავით სარალიძის მკვლელი არ გამოვლინდა. ამ გადაწყვეტიელბას მასშტაბური აქციები და სამოქალაქო მღელვარება მოჰყვა. 

 

მსგავსი სიალხებეი