ვიდეოკადრები გაგარინის მოედნიდან, სადაც ასფალტი ჩაინგრა და მანქანები მოიყოლა

  • 1 011
imedinews-მა მოიპოვა ვიდეოკადრები გაგარინის მოედნიდან, სადაც დღეს ასფალტი ჩაინგრა და მანქანები მოიყოლა. ამ დროისთვის მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაო. შეწყვეტილია წყალმომარაგება. დატბორილია სარდაფები, თუმცა მოსახლეობამ მიწისქვეშა ავტოსადგომიდან ავტომობილების ამოყვანა მოასწრო. როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, გვიან ღამით ძლიერი ხმაური გაიგეს, რასაც წყლის დიდი ნაკადის ამოხეთქვა მოჰყვა. 

ადგილზე მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის და "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" წარმომადგენლები. შემთხვევის ადგილზეა საბურთალოს რაიონის გამგებელიც. გაიოზ სულაძის თქმით, ზარალს ითვლიან.

მოსახლეობის ნაწილს წყალი მიეწოდება, დანარჩენ ნაწილს კი 24 საათის განმავლობაში სრულად აღუდგებათ წყალმომარაგება. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" გენერალური დირექტორი მოსახლეობას მოუწოდებს, ზარალის შესახებ კომპანიას განცხადებით მიმართონ, რის შემდეგაც ისინი მიყენებულ ზიანს სრულად აუნაზღაურებენ.

 

მსგავსი სიალხებეი