ძველი ბათუმის ეზოების ესკიზები – 87 200 ლარი ცხრა ეზოს მოსაწყობად

image
  • 288
ძველ ბათუმში ეზოების კეთილმოწყობა იგეგმება. მერიის მიერ ამჯერად შერჩეულია ცხრა ეზო, სადაც შესაბამის სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შეასრულებს. სატენდერო თანხა 87 200 ლარია. წინადადებების მიღება 2019 წლის 25 მაისს დაიწყება და 28 მაისს დასრულდება.

26 მაისი/ფ. მეფის N 37/87; რ. კომახიძის ქ. N7; ლუკა ასათიანის ქ. N12; ზ. გამსახურდიას ქ. N43; ი. აბაშიძის (იმნაძის) ქ. N4; კოსტავას ქ. N32; მემედ აბაშიძის ქ. N35; თავდადებულის ქ. N10; ნინოშვილის ქ. N3 – ეს იმ ეზოების მისამართებია, სადაც აღნიშნული ტენდერის ფარგლებში სამუშაოები უნდა შესრულდეს წარმოდგენილი ვიზუალური ესკიზების და ტექნიკური სპეციფიკაციების შესაბამისად. ტენდერის პირობის მიხედვით, ყველა სამუშაო უნდა შეთანხმდეს ბათუმის მერიასთან.
ეს ცხრა ეზო მერიამ ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ცენტრების განვითარების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეარჩია.
ტენდერში გამარჯვებულს, ძველი ბათუმის ტერიტორიაზე მდებარე ამ ცხრა ეზოში მცირე ეკონომიკური საქმიანობის დაწყების მხარდასაჭერად, ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოების [მათ შორის კედლების მოხატვა] და შესაბამისი საქმიანობისთვის საჭირო ინვენტარის [ავეჯი, ტექნიკა] შესყიდვის ორგანიზება ევალება.
მერიის მოთხოვნაა, კედლების მოხატვა განხორციელდეს გამოცდილი სპეციალისტ[ებ]ის მიერ: „ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში თუ პრეტენდენტს არ ჰყავს მსგავსი გამოცდილების სპეციალისტი, ქვეკონტრაქტით მისი აყვანა უნდა შეთანხმდეს მერიასთან“.


 

მსგავსი სიალხებეი