ვინ არის ქართველი მამაკაცი, რომელმაც 550-ზე მეტი ქალი შეიტყუა საწოლში (ვიდეო)

  • 391
სახელი: მურადი 
გვარი: გეთია 
ეროვნება: ქართველი 
დაბადების ადგილი: ზუგდიდი 
ჰობი: სექსი 
მიზანი: „მეტი სექსი სხვადასხვა ქალთან“ 

ეს ნახევრად ხუმრობით, ისე კი მურად გეთია ის ადამიანია, რომელსაც, როგორც თავად ამტკიცებს, 32 წლის ასაკში 550 ქალი პარტნიორი ჰყავდა. 

„32 წლის ვარ და არასდროს გამისინჯავს არანაირი ნარკოტიკი, არანაირი სიგარეტი და არანაირი აზარტული თამაში; ჩემი მთავარი გასართობი ბევრი სექსია (550-ზე მეტ ქალთან მქონია სექსუალური კავშირი) და ეს ყველამ იცის, ვინც მიცნობს“, – ეს სიტყვები მურად გეთიამ სოციალურ ქსელში თავად დაწერა. 

ჯერჯერობით უცნობია, რა საშუალებით ითვლის ქალების რაოდენობას გეთია, შესაძლოა, „სექსდღიურს“ აწარმოებს. ალბათ, 550 ქალის გასწვრივ პლუსი უკვე წერია, თუმცა უცნობია, რამდენი ქალის გასწვრივ წერია – X. 

საშუალოდ, რომ გამოვთვალოთ, თუ გეთიამ სექსუალური ცხოვრება 15 წლის ასაკიდან დაიწყო და 17 წელში 550 ქალთან ჰქონდა ურთიერთობა, გამოდის, წელიწადში 32 ახალ ქალბატონთან ასწრებდა ურთიერთობის დაწყებას, თვეში კი, საშუალოდ, 2 ან 3 ქალბატონს ითანხმებდა სექსზე. 
„ყველაზე დიდი სიკეთე ადამიანის სამართლიანობაშია“, – ეს სიტყვები ამშვენებს გეთიას “ფბ.პროფილს”. მის გვერდს თუ გადავავლებთ თვალს, სექსის გარდა, მურადს პოლიტიკაც ჰყვარებია. აქტიურად აზიარებს ზუგდიდის მერობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის პოსტებსა და ვიდეოებს. ჯერჯერობით უცნობია, ქალბატონი პლატონურად უყვარს, თუ მისი პოლიტიკური მსოფლმხედველობის ფანია. 

რაც შეეხება კითხვას, თუ სად ხვდება მურად გეთია ქალბატონებს – ის ამბობს, რომ თბილისი სექსის დამფასებელი ქალებით სავსეა და ზუგდიდში ქალების რაოდენობის 1000-მდე გაზრდა გაუჭირდება. 

„თბილისი სავსეა სექსის დამფასებელი ქალებით, ცოტა ფული და ბაითია საჭირო… ამიტომ, ერთმანეთის გზები არასოდეს გადაიკვეთება, თანაც ტურისტებიც ემატებიან ამას, რაც მათ რიცხვს 2 ჯერ ზრდის. “მამიდას” დახმარება არასოდეს  დამჭირვებია; ტალანტი მაქვს ბუნებრივი“. 

როგორც ფოტოებიდან ჩანს, მურადი „ჭარბსექიანობასთან“ ერთად ჭარბთმიანობითაც გამოირჩევა, საინტერესოა მისი ახსნა აღნიშნულის შესახებ: 
„21-ე საუკუნეში თმები რა პრობლემაა? ისე, მეც მეცინება ჩემს ჭარბთმიანობაზე. მდინარის პირას ვიზრდებოდი და სულ წყალში ვიყავი და შეიძლება, მანაც განაპირობა ჭარბთმიანობა“.

 

მსგავსი სიალხებეი