ამის შემდეგ ცხოვრება ღირს საერთოდ? უკვე ლამისაა თვითმკვლელობამდე მივიდე

image
  • 640
ჩემო კარგო ხალხო, ჩემო ემიგრანტებო, ზუსტად 11 წლის წინ დავტოვე ოჯახი, ავადმყოფი დედ-მამა და წავედი ემიგრაციაში რადგან სახსრები ფაქტიურად აღარ გვქონდა. მინდოდა ჩემი საყვარელი ადამიანებისთვის მომავალი მიმეცა. ამ ხნის განმავლობაში, ყოველ თვე ვუგზავნიდი ოჯახს გარკვეულ თანხას და ვეუბნებოდი ნახევარი ბინისთვის გადადეთქო. მინდოდა ჩემი შვილისთვის ბინა მეყიდა. ორი შვილი მყავს გოგო-ბიჭი. უკვე კაი ხანია მეუღლეს ვეღარ ვცნობ რაღაც ეჭვები გამიჩნდა.
გუშინ კი როდესაც ჩემ შვილს დავურეკე მინდოდა მეხარებინა ფულის ამბავი. თავიდან ტელეფონს არ იღებდა და შემეშინდა რამე ხომ არ დაემართათქო. მოგვიანებით აიღო და პასუხად რა მივიღე იცით, რა შეჭამე ქალო ტვინი არ მცალია ჯერ და მოგვიანებით ავიღებ  იმ დაწყვლილ ფულს. გამიკვირდა ვიკითხე რატო მელაპარაკებოდა ასე. პასუხი კი უარესი მივიღე შენ მანდ მამაჩემისთვის, ჩემთვის და ჩემი დისთვის კი არ ხარ წასული. საგულაოდ ხარ წასული და რაღაც კაპიკებს გვიგდებ მაქედან, სინდისი შეგრჩა საერთოდ.

ამის მერე ვზივარ და ვტირი, 11 წელია ემიგრაციაში ვარ, 28 წლის ასაკში წავედი. ამის შემდეგ ცხოვრება ღირს საერთოდ? უკვე ლამისაა თვითმკვლელობამდე მივიდე

 

მსგავსი სიალხებეი