ვინ დაისჯება ''კორუფციისთვის და ღირსების პარაზიტობისთვის'' - თორნიკე რიჟვაძის განცხადება

  • 64
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, დღეს, 30 აპრილს, მთავრობის სხდომა საკადრო ცვლილებების ანონსით დაიწყო. თორნიკე რიჟვაძემ თქვა, რომ არ მოდუნდება და ყველა საჯარო პირი, რომელიც კორუფციაშია ჩართული გაათავისუფლებს თანამდებობიდან. 

დეტალებზე არ უსაუბრია.  დაანონსა, რომ უახლოეს დღეებში შევიტყობთ საკადრო ცვლილებების შესახებ, რომელიც მისი მუშაობის "ანტიკორუფციულ" ხაზს უკავშირდება. 

"არ მინდა, რომ მოვდუნდეთ იმ ანტიკორუფციული ხაზის თვალსაზრისით, რომელსაც ვატარებთ. კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ ანტიკორუფციული პოლიტიკა, შიდა პოლიტიკის კონტროლი. ასე, რომ ყველას მოგიწოდებთ, კიდევ უფრო გაძლიერდეს შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურები.
ვაპირებ, უახლოეს პერიოდში საკადრო გადაწყვეტილებებით ავსახო სწორედ ის შეურიგებელი ბრძოლა კორუფციასთან, რომელსაც დავუდეთ საფუძველი.  ყველა ხელმრუდე საჯარო მოხელე, რომელიც გაბედავს, რომ ღირსების პარაზიტად გადაიქცეს, უნდა მოხვდეს განსასჯელის სკამზე და ეს უნდა ვუზრუნველყოთ" - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ. 

მთავრობის წევრებს კი უთხრა, რომ მაქსიმალურად უნდა ითანამშრომლონ უწყებებთან. "მაქსიმალური კოორდინაციით და თანამშრომლობთ ვიყოთ ყველა იმ უწყებასთან, რომელიც გამოავლენს აღნიშნულ ფაქტებს" - თქვა თორნიკე რიჟვაძემ. 

მანამდე კი, ბიზნესთან ურთიერთობის გამჭვირვალობაზე ისაუბრა:  "დღეს მთავრობის დღის წესრიგით გათვალისწინებული სხდომა არის ეკონომიური შინაარსის და უკავშირდება ბიზნესთან ურთიერთობას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, სამართლიანი თამაშის წესებით, ბიზნესთან გვქონდეს ძალიან გამჭირვალე და, ამავე დროს, საჯარო ინტერესების მაქსიმალური დაცულობით მიღებული გადაწყვეტილებები" - თქვა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის სხდომას აჭარის მინისტრები და მერები ესწრებოდნენ.  საკადრო ცვლილებების განხორციელების უფლება, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს, მხოლოდ სამინისტროებსა და მთავრობაზე  დაქვემდებარებულ უწყებებში აქვს.  აჭარის 6-ვე მუნიციპალიტეტის მერი კი არჩევითია.  

 

მსგავსი სიალხებეი